Pram 20mg tab #14

Pram 20mg tab #14

Austria

ჯი ელ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - citalopram
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ცენტრალური ნერვული სისტემა → ანტიდეპრესანტები → სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ციტალოპრამი . . . . . . . 20 მგ
ციტალოპრამი . . . . . . . 40 მგ
დამხმარე ნივთიერება: ტიტანის დიოქსიდის საღებავი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიდეპრესანტი, SSRI

ჩვენებები
დეპრესიის მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა. პანიკური მოშლილობების (აგორაფობიით და მის გარეშე) და აკვიატებული კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.

დოზირების რეჟიმი
ციტალოპრამის ტაბლეტები ინიშნება დღეში ერთჯერადად. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები: ციტალოპრამის მიღება იწყება ერთჯერადი 20 მგ დღიური დოზით და როგორც წესი, იზრდება 40 მგ-მდე. დოზის ზრდა უნდა მოხდეს 20 მგ-იანი მატებით და მატებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ერთ კვირაზე ნაკლები. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ხანდაზმული პირები (65 წლის ასაკის ზევით): ამ ასაკში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი <20 მლ/წუთში).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა.
ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
მორეციდივე დეპრესიის (უნიპოლარული) მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წელი ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლად.
მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები
არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტალოპრამის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
ციტალოპრამთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვევებში.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი.
გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი - მეტეორიზმი. ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი.
ზოგადი: იშვიათი - ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპის მსგავსი სიმპტომები.
სისხლის და ლიმფური სისტემის დარღვევები: ნაკლებად ხშირი - პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია.
ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - კონცენტრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი: ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია. იშვიათი: კატატონური რეაქცია, მელანქოლია.

ორსულობა და ლაქტაცია
გესტაციური კატეგორია - C. ციტალოპრამისს უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
Show More
More Info
Brand
ჯი ელ ფარმა
Country
Austria
Generic
citalopram
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
14
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page