/images/logo_en.svg
Somnokaps forte caps #30

Somnokaps forte caps #30

Bulgaria

ფორტექსი

About Product
საერთაშორისო დასახელება - L-Theanine,Melissa,Melatonin
შემადგენლობა: აქტიური ინგრედიენტები: ელ-თიანინი (L-theanine) 100მგ, ლიმონის ბალზამი (Melissa officinalis) ექსტრაქტი 100მგ, მელატონინი 3მგ; შემავსებლები: დიკალციუმის ფოსფატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი, მყარი კაფსულა- ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის ოქსიდი.

ელ-თიანინი არის ამინომჟავა, რომელიც გვხვდება მწვანე ჩაის ფოთლის შემადგენლობაში (Camelia Sinensis) და არ გვხვდება არცერთ საკვებში. ელ-თიანინს აქვს გონებრივი და ფიზიკური სტრესის საწინააღმდეგო მოქმედება. იგი აგრეთვე უზრუნველყოფს არტერიული წნევის დაქვეითებას, ამცირებს ჩაძინების პერიოდს და აუმჯობესებს ძილის ხარისხს. ელ-თიანინი ხელს უწყობს ღვიძილის ციკლის აღდგენას, ამცირებს თავბრუსხვევას და უზრუნველყოფს დილით ფხიზლად და ენერგიულად გაღვიძებას.

ლიმონის ბალზამი (Melissa officinalis) -მისი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა ისაა, რომ ის არის ანქსიოლიზური საშუალება (დამამშვიდებელი საშუალება). ლიმონის ბალზამის მთავარი ფსიქოაქტიური შემადგენელი ნივთიერება არის როზმარინის მჟავა, რაც გავლენას ახდენს სედაციასა და სიმშვიდეზე პასუხისმგებელ ტვინის ქიმიკატებზე, GABA. შესაბამისად, ლიმონის ბალზამი ამცირებს შფოთვასა და შფოთვასთან დაკავშირებულ სიმპტომებს და ხელს უწყობს ძილის ნორმალიზებას.

მელატონინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ტვინში არსებული გირჩისებური ჯირკვალი. იგი პირველ რიგში პასუხისმგებელია ცირკადული რითმის რეგულირებაზე და უზრუნველყოფს ბუნებრივი ძილის ციკლის მართვას. მელატონინი არ იწვევს ჩაძინებას, თუმცა საღამოს მელატონინის დონის მატება იწვევს მშვიდი ღვიძილის მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს ჩაძინებას. მელატონინი გამოიყენება ბიორითმის დარღვევის და ძილთან დაკავშირებულ სხვა პრობლემების, როგორიცაა ძილის დაყოვნებული ფაზის, ცვლადი მუშაობის ძილის დარღვევის და ბავშვებში ძილის დარღვევების დროს.

უკუჩვენებები: ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ

დოზირება: 1 კაფსულა დაძინებამდე 30 წუთით ადრე. არ უნდა იქნას გამოყენებული დაბალანსებული კვების შემცვლელად. არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.

შენახვის პირობები: შეინახეთ გრილ მშრალ ადგილას, ოთახის ტემპერატურის პირობებში (250C-მდე). მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ფორტექსი
Country
Bulgaria
Generic
melatonin+L-theanine+melisaa
Form
კაფსულა
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat