Sonnofito 50.0

Sonnofito 50.0

Turkey

ჰონორ ილაჩ სანი
About Product
სონოფიტო
კომბინირებული კვებითი დანამატი
(ფლაკონი – 50 მლ წვეთებში)
შემადგენლობა:
სიროფის 5 მლ შეიცავს:
გამა-ამინოერბოს მჟავა (GABA) ......125 მგ
მაგნიუმი..............................................100 მგ
გლუტამინის მჟავა.............................100 მგ
გლიცინი................................................75 მგ
ვიტამინი B6 ........................................0,5 მგ

მაგნიუმი - მინერალია, რომელიც უზრუნველყოფს ნერვული იმპულსების გადაცემას, კუნთების შეკუმშვასა და მოდუნებას, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას. მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე მრავალ ფიზიოლოგიურ პროცესში. Mg-ის იონები ამცირებენ ნეირონების აგზნებადობას, თამაშობენ ფიზიოლოგიურ როლს კუნთებში იონური ბალანსის შენარჩუნებაში, მონაწილეობენ უამრავ ფერმენტულ რეაქციაში და ატფ-ს სინთეზში.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი)– მონაწილეობს ცილების, ცხიმების და ჰისტამინის ცვლაში. აჩქარებს გლუტამინის მჟავის გამა-ამინოერბოს მჟავად გარდაქმნას და ჰემოგლობინის სინთეზს. პირიდოქსინი აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ასტიმულირებს ღვიძლის დეტოქსიკაციურ და სინთეზურ ფუნქციებს. თრგუნავს ღებინების რეფლექსს ღებინების ცენტრზე მოქმედების გზით. ვიტამინი B6 ხელს უწყობს კუნთებში მაგნიუის შეწოვას.

ჩვენებები:
• ბავშვის გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება;
• მეხსიერების, ყურადღების და მეტყველების დარღვევა;
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა;
• სტრესი, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევები;
• ქალა ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი;
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი;
• ქალა-ტვინის სისხლძარღვების დაზიანება;
• ბავშვთა ცერებრული დამბლა

უკუჩვენებები:
• რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა
• ღვიძლის მძიმე დაავადებები
ორსულობა და ლაქტაცია:
უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, გულისრევა, უძილობა, დეპრესია. მაღალი დოზით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს კუჭის არეში მსუბუქი დისკომფორტი. დოზის შემცირებისას სიმპტომები ქრება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აჩქარებს პრეპარატების მოქმედებას, აუმჯობესებს ცნს-ის ფუნქციას.

დოზირების რეჟიმი:
ბავშვები 0 – 2 წელი 1,25 მლ 2- ჯერ დღეში
2 – 6 წელი 2,5 მლ 2 - ჯერ დღეში
6 – 14 წელი 2,5 მლ 3 - ჯერ დღეში
მოზრდილები: 5 მლ 3 - ჯერ დღეში

წლამდე ასაკში ინიშნება სიფრთხილით.
პრეპარატი მიიღება კვების შემდეგ.
მიღების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ.
გამოშვების ფორმა: ფლაკონი – 50 მლ წვეთებში.
შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 რC ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ჰონორ ილაჩ სანი
Country
Turkey
Generic
gamma-aminobutyric acid+glicine+L-glutamin+vit B-6+magnesium
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
50მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page