ალოვის გელი წვეთები თვალის 10მლ ფლაკონი
შემადგენლობა:
ჰიალურონის მჟავა 0.30% , ალოე ვერას გელი , დინატრიუმის ედეტატი, იზოტონური ხსნარი PH – 7.2.
ოფთალმოლოგიური, საპოხი ,დამატენიანებელი, დამამშვიდბელი სტერილური ბუფერული ხსნარი ჰიალურონის მჟავით და ალოე ვერას გელით. რეკომენდირებულია მშრალი, გადაღლილი და გაღიზიანებული თვალისთვის, თავსებადია ყველა სახის კონტაქტურ ლინზასთან ერთად.
თვისებები:
- ატენიანებს და ამშვიდებს თვალს
- პოხავს და იცავს თვალს სიმშრალისგან
- გამოიყენება ყველა სახის კონტაქტურ ლინზებთან ერთად
- გააჩნია გახანგრძლივებული მოქმედება (არის გელის სტრუქტურის)
- აქვს დოზირების კომფორტული რეჟიმი ( დღეში ერთხელ 1 წვეთი )
- არ შეიცავს კონსერვანტებს ( ბენზალკონიუმის ქლორიდს, ქლორჰექსიდინს, პარაბენებს, ფენოქსიეთანოლს, თიმერასოლს და ცხოველური წარმოშობის კომპონონტებს ) .
- გამოიყენება ჰომეოპათიურ მკურნალობასთან ერთად
ჩვენებები:
- გარემო ფაქტორებით გამოწვეული თვალის გაღიზიანება ( მზის სხივები, ქარი, მტვერი, კონდიციონერი, დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება და ა . შ)
- თვალის წვა და ქავილი ( უცხო სხეულის შეგრძნება თვალში )
- ალერგიული კონიუქტივიტი
- მშრალი თვალის სინდრომი
- რქოვანას ტრამვა ( ქირურგიული ჩარევა )
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი გამოყენება
- საცრემლე აპკის არატრამვული ცვლილებები
- თვალის სტრესი ( კომპიუტერის და ტელეფონის ხანგრძლივი გამოყენება, განათების არახელსაყრელი პირობები, ავტომობილის ღამით მართვა და ა.შ )
გამოყენების წესი და დოზირების რეჟიმი:
გამოიყენება თითო წვეთი დღეში ერთხელ ან მეტჯერ (საჭიროების მიხედვით ან ექიმის დანიშნულებისამებრ ). კონტაქტური ლინზების მომხმარებლებისთვის დააწვეთეთ 2-3 წვეთი ლინზაზე გამოყენებამდე ან გამოყენების შემდეგ.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ
შენახვა:
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ვარგისია გახსნიდან 90 დღის განმავლობაში.