Blikol eye drops 10ml fl #1
Blikol eye drops 10ml fl #1

Blikol eye drops 10ml fl #1

Italy

სოს ფარმაცეუტიკი
About Product
შემადგენლობა: ნატრიუმის ჰიალურონატი, გინგკო ბილობას დისტილირებული წყალი, მოცვის დისტილირებული წყალი, ცერეცოს დისტილირებული წყალი, აზიური ცენტელას დისტილირებული წყალი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატის დეკაჰიდრატი, ნატრიუმის ქლორიდი, W.F.I. არ შეიცავს კონსერვანტებს.

ჩვენებები: აღმდგენი და დამცავი თვალის წვეთები ნაჩვენებია მარეგენირებელი, დამამშვიდებელი და ლუბრიკაციული მოქმედებისათვის, თვალის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებისას, რომელიც გამოწვეულია შემდეგით: გარემო ფაქტორები (ჰაერის კონდიცირება, მზის გამოსხივების ჭარბი ზემოქმედება, ქარი, კვამლი, დაბინძურება). თვალების სიმშრალე გადაჭარბებული დაღლილობის გამო, რომელიც გამოწვეულია კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობით, კითხვით ან მშრალი თვალის სინდრომით. ოფთალმოლოგიური სტრესი თვალის ზედაპირული ოპერაციის შემდეგ. კონტაქტური ლინზების ტარება დღეში მრავალი საათის განმავლობაში.
ბლიკოლი შეიძლება გამოყენებულ იქნას კონტაქტური ლინზების ტარებისას, მათი მოხსნის საჭიროების გარეშე.

გამოყენების ინსტრუქცია: დასაშვებია კონტაქტურ ლინზებზე ჩაწვეთება. პირველ გამოყენებამდე უნდა მოახიონ დამცავი ლუქი და მოხსენან დამცავი თავსახური. უნდა ჩაიწვეთონ 1–2 წვეთი თითოეულ თვალში. რადგანაც ხსნარების დისპენსერიანი ბოთლის შინაგანი თვისებები განკუთვნილია უკონსერვანტო ხსნარებისათვის, ბოთლის თანდათან დაცლას შეიძლება უფრო მეტი მოჭერა დასჭირდეს პროდუქტის გამოსაჟონად.
გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ უნდა დაახურონ ბოთლს: შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ასევე ნაჩვენებია ხშირი გამოყენებისათვის, დღეში რამდენჯერმე, პირადი საჭიროებების ან ექიმის რჩევის საფუძველზე.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: პროდუქტი განკუთვნილია მხოლოდ ოფთალმოლოგიური გამოყენებისათვის. პროდუქტი განკუთვნილია ერთი პაციენტის მიერ გამოყენებისათვის. არ გამოიყენება პროდუქტი, თუ კონტეინერი დაზიანებულია, ან არ არის სრულყოფილად დახურული მისი პირველად გახსნისას. გამოყენების დროს, არ უნდა შეეხონ თვალს ან სხვა ზედაპირს კონტეინერის დისპენსერის ბოლოთი. არ გამოიყენება რომელიმე კომპონენტის მიმართ ცნობილი აუტანლობის შემთხვევაში. გამოყენებისას გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, მკურნალობა უნდა შეწყდეს და მიმართოს კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: დღემდე გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა. მიუხედავად ამისა, ნებისიმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: 10მლ მულტი დოზა, კონსერვანტების გარეშე, თავისუფალი დახურვის სისტემა.

შენახვის წესი: ინახება 30C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მულტი-დოზის შემცველობა უნდა იქნას გამოყენებული პირველი გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: გაუხსნელი შეფუთვით: წარმოების თარიღიდან 36 თვე. არ უნდა მოხდეს კოლოფზე და მულტი-დოზიან ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება.

მწარმოებელი: სიოსი (COC) ფარმაცეუტიკი ს.რ.ლ., იტალია.
Show More
More Info
Brand
სოს ფარმაცეუტიკი
Country
Italy
Generic
hyaluronate sodium+ginkgo biloba
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page