კანარდი 20 მგ/5 მგ/მლ ოფთალმოლოგიური ხსნარი გამოიყენება თვალში. აქტიური ნივთიერება: ყოველი მლ შეიცავს 22,26 მგ დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს 20 მგ დორზოლამიდის ექვივალენტურს და 6,83 მგ თიმოლოლის მალეატს 5 მგ თიმოლოლის ექვივალენტურს აქტიური ნივთიერების სახით.
გამოყენება კანარდი შეიცავს დორზოლამიდის ჰიდროქლორიდს და თიმოლოლის მალეატს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს. - დორზოლამიდი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორები". - თიმოლოლი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს სახელწოდებით "ბეტა ბლოკატორები". კანარდი ინიშნება თვალში მომატებული წნევის შესამცირებლად გლაუკომის მკურნალობის დროს, როდესაც მხოლოდ ბეტა-ბლოკატორის თვალის წვეთები არ არის საკმარისი. ქსოლატიმი არის გამჭვირვალე და უფერო ხსნარი. თვალის წვეთების 5 მლ წარმოდგენილია გაუმჭვირვალე, თეთრი, დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ბოთლში საწვეთურით და ყვითელი ფერის ხრახნიანი თავსახურით.
ყოველთვის გამოიყენეთ კანარდი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა გითხრათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. შესაბამის დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას დაადგენს თქვენი ექიმი.
დოზა: რეკომენდებული დოზა არის ერთი წვეთი დაზიანებულ თვალ(-ებ)ში დილით და საღამოს. თუ იყენებთ კანარდს სხვა თვალის წვეთთან ერთად, წვეთები უნდა ჩაიწვეთოთ მინიმუმ 10 წუთის ინტერვალით. არ შეცვალოთ პრეპარატის დოზა ექიმთან კონსულტაციის გარეშე. არ დაუშვათ კონტეინერის წვერის თვალთან ან თვალის ირგვლივ მდებარე უბნებთან შეხება. ის შეიძლება დაბინძურდეს ბაქტერიებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის ინფექციები და შედეგად თვალის სერიოზული დაზიანება, მხედველობის დაკარგვაც კი. ბოთლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, მოერიდეთ წვერის კონტაქტს ნებისმიერ ზედაპირთან. თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პრეპარატი შეიძლება დაბინძურებულია, ან თუ განვითარდება თვალის ინფექცია, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ამ ბოთლის გამოყენების გაგრძელების შესახებ. მიღების მეთოდი და გზა ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები შემდეგნაირად: • გახსენით ბოთლის თავსახური (იხ. სურათი 2). • მოხსენით თავსახურის ქვეშ არსებული რგოლი (იხ. სურათი 3 და სურათი 4). • თითით ნაზად ჩამოწიეთ ქვევით დაზიანებული თვალის ქვედა ქუთუთო. • საწვეთურის წვერი თვალთან ახლოს მიიტანეთ, მაგრამ არ შეეხოთ მას. • ნაზად მოუჭირეთ საწვეთურს და ჩააწვეთეთ მხოლოდ ერთი წვეთი თვალში. შემდეგ ხელი აუშვით ქვედა ქუთუთოს. • თითით დააჭირეთ თვალის კუთხეს ცხვირის მხარეს დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში დახუჭული თვალებით. ეს ხელს შეუშლის კანარდის ცრემლსადენი სადინრიდან გადინებას. • თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გამოიყენოთ მედიკამენტი ორივე თვალში, გაიმეორეთ იგივე პროცედურები მეორე თვალში. • დაახურეთ ბოთლს თავსახური. საწვეთური შექმნილია ისე, რომ ერთდროულად მოხდეს ერთი წვეთის გამოშვება. ნუ ეცდებით საწვეთურის გაფართოებას.
შენახვა შეინახეთ კანარდი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და შეინახეთ საკუთარ შეფუთვაში. შეინახეთ 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას. კანარდი გამოყენებული უნდა იყოს გახსნიდან 28 დღის განმავლობაში, იმ პირობით, რომ ის ინახება 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე.