/images/logo_en.svg
I-fresh eye gel 5% 10g tube N1
I-fresh eye gel 5% 10g tube N1

I-fresh eye gel 5% 10g tube N1

Portugal

ლუსომეკამენტ სოციედად ტექნიკა

About Product
დასახელება - აიფრეშ გელი 5% 10გ თვ/გელი

შემადგენლობა:
აი-ფრეშის ტუბი შეიცავს 10გოფთალმოლოგიურ სტერილურ გელს.
1გ აი-ფრეშის გელი შეიცავს 50მგ დექსპანთენოლს, კარბომერს, ორფუძიან ნატრიუმის ედეტატს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, წყალს და ცეტრიმიდს.

გამოყენება:
აი-ფრეშ გელი დამცავი აპკის წარმოქმნით ატენიანებს და იცავს თვალის ზედაპირს.
აი-ფრეშ გელი ატენიანებს თვალის ზედაპირს და იცავს რქოვანას ეპითელიუმს, რითაც თვალს უნარჩუნებს ფიზიოლოგიურ ბალანსს.
იგი უზრუნველყოფს თვალის სიმშრალის, უცხო სხეულის, წვის, და დაღლილობის შეგრძნების შემსუბუქებას, რომელიც ვთარდება კომპიუტერის ხანგრძლივი გამოყენების, ტელევიზორის ყურების, გათბობის და კონდიციონერის ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად.
კარბომერის ფიზიკური თვისებები აი-ფრეშ გელს საშუალებას აძლევს შეიკავშიროს წყალი, თვალის ზედაპირზე წარმოქმნას საპოხი და დამატენიანებელი ფენა, რაც მშრალი თვალის მქონე პაციენტებში ახანგრძლივებს ცრემლის აპკის გახლეჩვის საშუალო დროს.

გამოიყენების წესი:
პროდუქტის გამოყენების წინ დაიბანეთ და გაიმშრალეთ ხელები;
თავი გადახარეთ ოდნავ უკან, ნაზად ჩამოიწიეთ ქვედა ქუთუთო;
დაიჭირეთ ტუბი თვალის ზემოთ;
ტუბზე ხელის ნაზად მოჭერით თითოეულ თვალში ჩაიწვეთეთ 1 წვეთი გელი;
გამოყენების შემდეგ ტუბს დაახურეთ თავსახური.

გაფრთხილებები:
არ გამოიყენოთ, თუ გაქვთ ალერგია შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
მკურნალობის დროს თვალის გაღიზიანების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს;
არ გამოიყენოთ კონტეინერის ან ყუთის დაზიანების შემთხვევაში;
არ გადაყლაპოთ;
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
პროდუქტი შეინახეთ სითბოს წყაროებისგან მოშორებით, მშრალ ადგილას 9რC-დან 25რC-მდე ტემპერატურაზე;
არ შეახოთ თითები და თვალის ზედაპირი ტუბის წვერს;
პროდუქტი გამოიყენეთ პირველი გახსნიდან 8 კვირის განმავლობაში;
არ გამოიყენოთ პროდუქტი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ;
რეკომენდებული არ არის პროდუქტის გამოყენება სხვის მიერ;
ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია მხედველობის დაბინდვა, რის გამოც აქტიური სამუშაოს შესრულება რეკომენდებულია მხედველობის დაწმენდის შემდეგ;
გამოყენების წინ მოიხსენით კონტაქტური ლინზა და ჩაისვით პროდუქტის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ;
სხვა ოფთალმოლოგიური პროდუქტის გამოყენების დროს ჩაწვეთებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 15 წუთი;
თუ ხართ ორსულად, პროდუქტის გამოყნების შესახებ კითხეთ ექიმს;
პროდუქტის გამოყენება რეკომენდებული არ არის 30 დღეზე მეტ ხანს, სიმპტომების არსებობისას დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს.
Show More
More Info
Brand
ლუსომეკამენტ სოციედად ტექნიკა
Country
Portugal
Generic
dexpanthenol
Dose
5%
Form
გელი თვალის
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
10გრ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat