About Product
შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს: ნატრიუმის ჰიალურონატი 0.5გ, ციანკობალამინი 0.05გ., ტაურინი 0.5გ., სორბიტოლი, ნატრიუმის ქლორიდი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი, საინექციო წყალი.
გამოყენება: იალუვიტი არის ხსნარი ნატრიუმის ჰიალურონატის მაღალი შემცველობით (0.5%), რომელიც მუკო-მიმეტური და ფსევდოპლასტიური თვისებების შედეგად სწრაფად ნაწილდება თვალის ზედაპირზე წარმოქმნის ვისკო-ელასტიურ, დამცავ ფენას. ამიტომაც იალუვიტი ასტაბილურებს საცრემლე აპკს, ამცირებს ხახუნს და სტრესს, რომელიც გამოწვეულია ხამხამით და თვალის სხვა მოძრაობებით. ციანოკობალამინი და ტაურინი (B ჯგუფის ვიტამინი და ამინოციდი), ბუნებრივად გვხვდება თვალის წინა სეგმენტის ქსოვილებში და ჰიალურონის მჟავასთან ერთად, ხელს უწყობს რქოვანას ზედაპირის რეეპითელიზაციას. იალუვიტი ფორმულირებულია ჰიპოტონიურ ხსნარად იმ მიზნით, რომ დააკომპენსიროს საცრემლე აპკის ნებისმიერი ჰიპეროსმოლარული მდგომარეობა. თავისი სპეციფიური მარილოვანი შემადგენლობის წყალობით, აღადგენს და სასურველ დონეს უნარჩუნებს თვალის ზედაპირისთვის ისეთ მნიშვნელოვან იონებს, როგორიცაა ნატრიუმი, კალიუმი, და მაგნიუმი.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
სიფრთხილის ზომები: მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენებისას, საჭიროა ჩაწვეთებებს შორის 10 წუთიანი ინტერვალის დაცვა.
გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა: იალუვიტის გამოყენების სიხშირე დამოკიდებულია პაციენტის თვალების მდგომარეობაზე, რომელსაც განსაზღვრავს ოფთალმოლოგი. 1-2 წვეთი 3-4-ჯერ დღეში, კონიუნქტივალურ პარკში ჩასაწვეთებლად .
გამოყენების წესი: პროდუქტის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა ფოლგის კონტეინერის უშუალოდ გამოყენების წინ გახსნა, ფლაკონის და სტრიპის განცალკევება. კონტეინერის გასახსნელად შემობრუნებით უნდა მოშორდეს თავსახური, და პაციენტმა უნდა ჩაიწვეთოს 1-2 წვეთი თითოეულ თვალში, ისე რომ არ შეახოს საწვეთური თვალის ზედაპირს და წამწამებს. გამოყენების შემდეგ სწრაფად უნდა დაეხუროს თავსახური ფლაკონს. იალუვიტის გამოიყენება შესაძლებელია კონტაქტურ ლინზებზე.
ვარგისობის ვადა და შენახვის წესი: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ინახება 2C-25C-მდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ყოველი კონტეინერი იხურება, რაც იძლევა ხსნარის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას. რადგან ხსნარი არ შეიცავს კონსერვანტს მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული გახსნიდან 24 საათში.
Show More
More Info
2749
Generic
hyaluronate sodium+taurin+cyancobalamin