Oftatan Catachrom 10ml #1
Oftatan Catachrom 10ml #1

Oftatan Catachrom 10ml #1

Netherlands

მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
cart discount
-
8.2
About Product
საერთაშორისო დასახელება - Cytochromum C+Adenosinum+Nicotinamidum

შემცველობა:
აქტიური ნივთიერება: ციტოქრომი C 0, 675 მგ/მლ, ადენოზინი 2 მგ/მლ, ნიკოტინამიდი 20 მგ/მლ.
სხვა ნივთიერებები: ბენზალკონიუმის ქლორიდი 40 მგ/მლ, ნატრიუმის სუქცინატი, სორბიტი, ნატრიუმის ფოსფატი ორჩანაცვლებული 2-წყლის, ნატრიუმის ფოსფატი ერთჩანაცვლებული 2-წყლის, საინიექციო წყალი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი

გამოყენების ჩვენებები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გამოიყენება კატარაქტის სამკურნალოდ. გართულებების თავიდან აცილების მიზნით, წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმ-ოფთალმოლოგის დანიშნულების მიხედვით.

უკუჩვენება
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი წინააღმდეგნაჩვენებია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ ალერგიის არსებობის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება
რეკომენდებული დოზირება: 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში სამჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი ხასიათდება კარგი ამტანობით. ჩაწვეთების შემდეგ იშვიათად აღინიშნება თვალის ხანმოკლე წვა და გაწითლება. ძალიან იშვიათად აღინიშნება გულისრევა, არტერიული წნევის დაქვეითება, ქოშინი, სიცხის შეგძნება, თავბრუსხვევა, სისუსტე და პულსაცია თავში.
თუ პრეპარატის აღნიშნული მოქმედება არ წყდება, ან ჩნდება სხვა არასასიამოვნო სიმპტომები, რომლებიც აქ არ არის მითითებული, მიმართეთ თქვენს ექიმს.
გამოყენება ბავშვებში: თვალის წვეთების ოფთან კატაქრომის გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო.

გაფრთხილება მძღოლებისათვის და გავლენა პროფესიონალურ საქმიანობაზე: თვალის წვეთები ოფთან კატაქრომი გავლენას არ ახდენს ავტომობილით მართვის უნარზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: არავითარი არსებითი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.
Show More
More Info
Brand
მანუფაქტურინ ფექიჯინ ფარმაკა (მპფ)
Country
Netherlands
Generic
adenisine+cytochrom C+nicitinamide
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page