Ozodrop eye dr 8ml #1

Ozodrop eye dr 8ml #1

Italy

ომისან ფარმაციუტკლსი
About Product
საერთაშორისო დასახელება - LipozonEye
დამცავი და დამატენიანებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი

ოზოდროპი საპოხი, დამცავი, დამატენიანებელი და დამამშვიდებელი ოფთალმოლოგიური ხსნარი ჰიპრომელოზის, ლიპოსომების და ოზონირებული მცენარეული ზეთის საფუძველზე.

რეკომენდებულია:

აღდგენითი პროცესის ხელშეწყობისთვის ქირურგიული ჩარევების ან ტრავმული დაზიანების შემდეგ;
ანთების სიმპტომების მოსახსნელად , მათ შორის ინფექციური წარმოშობის;
„მშრალი თვალის“ სიმპტომების მოსახსნელად , მათ შორის თვალის გაღიზიანების, გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად განვითარებული მექანიკური დაზიანებების, მაგალითად, კონტაქტური ლინზების ტარებისას .
მცენარეული ზეთის და ლიპოსომების არსებობა ხელს უწყობს საცრემლე აპკის ლიპიდური შრის სტაბილიზაციას, ამით ამცირებს აორთქლებას და უზრუნველყოფს თვალის გაღიზიანების სწრაფად მოხსნას. შემადგენლობაში შემავალი მცენარეული ზეთი ოზონირებულია, რის გამოც არ შეიცავს კონსერვანტებს; გააჩნია უფრო მაღალი ბიოშეღწევადობა და უკეთესი ამტანობა ლიპოსომების შიგნით ჩანერგვისას.

ჩვენებები

ხსნარი გამოიყენება:

რქოვანას საპოხად და დამცავად ქირურგიულ ჩარევამდე და ჩარევის შემდეგ; თვალის ტრავმის დროს; კონტაქტური ლინზების გამოყენებისას; თვალის აპკის სტაბილურობის შეცვლის ან დაზიანების შემთხვევაში; თვალის მორეციდივე ინფექციების მქონე პაციენტებთან. ოზოდროპი ასევე გამოიყენება როგორც დამამშვიდებელი საშუალება ანთებითი სიმპტომების მოსახსნელად, მათ შორის ინფექციური წარმოშობის.

რეკომენდაციები გამოყენებისთვის
გამოყენებამდე აუცილებლად შეანჯღრიეთ ფლაკონი.
ჩაიწვეთეთ ხსნარის ერთი ან ორი წვეთი ორივე თვალში, დღეში ერთხელ ან რამოდენიმეჯერ ან სამედიცინო რეკომენდაციების შესაბამისად.
შეიძლება გამოყენებული იყოს კონტაქტური ლინზების ტარებისას.
შემადგენლობა:
LipozonEye (მზესუმზირის თესლის ოზონირებული ზეთი, სოიოს ფოსფოლიპიდები), მეთილცელულოზის ჰიდროქსიპროპილი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, ნატრიუმის ედეტატი, პოლიჰექსამეთილენ-ბიგუანიდი (PHMB), გამოხდილი წყალი.

გაფრთხილებები:
გამოყენებამდე კარგად დაიბანეთ ხელები;
არ გამოიყენოთ პროდუქტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ალერგიის ან მომატებული მგრძნობელობის დროს;
მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს თავი ყოველი გამოყენების შემდეგ;
ფლაკონის გახსნის შემდეგ ხსნარი ვარგისია გამოსაყენებლად 28 დღის განმავლობაში;
არ გამოიყენოთ ფლაკონზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ;
შეინახეთ 8-25რC ტემპერატურაზე;
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას;
არ შეიძლება შიგნით მიღება;
არ გამოიყენოთ პროდუქტი, თუ დარღვეულია შეფუთვის მთლიანობა;
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში შეწყვიტეთ პროდუქტის გამოყენება და მიმართეთ კონსულტაციისთვის ექიმს;
მოერიდეთ თვალის ზედაპირისა და ფლაკონის წვერითან კონტაქტს;
გამოიყენეთ პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის განკუთვნილი სხვა ოფთალმოლოგიური პრეპარატების გამოყენებამდე არანაკლებ ხუთი წუთით ადრე ან გამოყენებიდან ხუთი წუთის შემდეგ;
პროდუქტის ოპალესცენციური თვისებების უმნიშვნელო ცვლილებები არ ახდენენ გავლენას პროდუქტის ხარისხზე.
8 მლ
Show More
More Info
Brand
ომისან ფარმაციუტკლსი
Country
Italy
Generic
lipozonEya+acidi borici
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
8მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page