Viuber tab #30

Viuber tab #30

Poland

ლაბ. ფარმასი
About Product
საკვები დანამატი
შემადგენლობა:
ვიტამინი C-40მგ, ვიტამინი E- 12მგ; ლუთეინი 10მგ; თუთია 1,43მგ (თუთიის გლუკონატი 10მგ); ევროპული მოცვის მშრალი ექსტრაქტი 5მგ (Vaccinium Murtillus 300მგ); პროვიტამინი A (ბეტა კაროტინი 2,5მგ); დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, კრემნიუმის დიოქსიდი.
ვიუბერის შემადგენელი კომპონენტები ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას.
ლუთეინი შთანთქავს თვალის ბადურა გარსისთვის მავნე ლურჯი სპექტრის სინათლეს. ლუთეინს გააჩნია ანტიოქსიდანტური თვისება, ანეიტრალებს სინათლეზე გამოყოფილ თავისუფალ რადიკალებს და იცავს ფოტორეცეპტორებს დაზიანებისაგან, ხელს უშლის ბადურას ასაკობრივ დეგენერაციას, რაც მოხუცებულთა სიბრმავის უხშირესი მიზეზია.
ევროპული მოცვის მშრალი ექსტრაქტი - მისი აქტიური ნივთიერებები - ანტოციანიდები ხელს უწყობენ თვალის ფოტორეცეპტორებში ბადურას სინათლისადმი მგრძნობიარე პიგმენტის - როდოფსინის სინთეზს. ამით აუმჯობესებენ სინათლის ცვალებადი ინტენსივობისადმი თვალის მგრძნობელობას, სიბნელისადმი ადაპტაციას და მხედველობის სიმახვილეს. ანტოციანიდები ამცირებენ კაპილარების სიმყიფეს, აღადგენენ მათ გამტარობას სისხლძარღვოვანი თრომბოზის დროს, რაც ხელს უწყობს თვალის ბადურას ტროფიკის გაუმჯობესებას.
ბეტა-კაროტინი A ვიტამინის ბიოლოგიურად ადვილად ათვისებადი ფორმაა. ვიტამინი A – მხედველობის პიგმენტის - როდოფსინის შემადგენელი ნაწილია. ის უზრუნველყოფს მხედველობის ანალიზატორის ნორმალურ ფუნქციონირებას და სინათლის აღქმას.
თუთია- აუცილებელია მხედველობის ძირითადი პიგმენტის- როდოფსინის წარმოსაქმნელად. თუთია იცავს თვალს მკვეთრი შუქით და ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეული დაზიანებისაგან. თუთიის დეფიციტს უკავშირებენ ბადურის ჩამოშლას, ფერების აღქმის მოშლას და კატარაქტის განვითარებას.
მეცნიერულად დასაბუთებულია, რომ ვიტამინი А და თუთია ხელს უწყობს ნორმალური მხედველობის შენარჩუნებას.
С , E ვიტამინები, როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტები, იცავენ თვალს მზის სხივების უარყოფითი ზემოქმედებისაგან და ჟანგვითი სტრესისგან. ვიტამინი С ამცირებს თვალის დაღლილობას.

კვებითი ღირებულება
ინგრედიენტი 1 ტაბლეტის შემადგენლობა (მაქსიმალური რეკომენდებული დღიური ნორმა) %RDA*
ვიტამინი C 40მგ 50%
ვიტამინი E 12მგ 100%
ლუთეინი 10მგ -
თუთია 1,43მგ (10მგ) 100%
მოცვის მშრალი ექსტრაქტი 5მგ (300მგ)** -
პროვიტამინი A 2,5მგ 50%
*რეკომენდებული დღიური ნორმა
**ექსტრაქტში შემცველობა

რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ ვიუბერი:
ვიუბერი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც აღენიშნება:
უ მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
უ დიაბეტური რეტინოპათია
უ მხედველობის გადაძაბვა (კომპიუტერი, ტელევიზორი, მზის სხივები და სხვა)
უ ასაკობრივი ცვლილებები
უ პროგრესირებადი ახლომხედველობა და შორსმხედველობა
უ თვალის ტრავმის და ოპერაციული ჩარევის შემდგომ, როგორც კომპლექსური აღდგენითი თერაპია.

მიღების წესი:
1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, დღის პირველ ნახევარში.
გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას, არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალებაში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობისას.
არაა რეკომენდებული ორულობის დროს და ლაქტაციის პერიდოში.

შენახვის პიროებები:
შეინახეთ ბავშვებისგან და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისაგან დაცულ, გრილ და მშრალ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ფარმასი
Country
Poland
Generic
lutein+vaccinium myrtillus+vit A+vit C+vit E+zinc
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page