Aqua Maris extra spray 150ml #1

Aqua Maris extra spray 150ml #1

Croatia

იადრან-გალენსკი
About Product
შემადგენლობა: 100მლ ხსნარი შეიცავს: 61,2მლ ზღვის წყალს, 100მლ გასუფთავებულ წყალს.

ჩვენება: თვისებები: ზღვის ჰიპერტონული წყალი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ხსნის ცხვირით სუნთქვის გაძნელებას და აადვილებს სუნთქვას; მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი ამცირებს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის შეშუპებას უჯრედშორისი სივრციდან ჭარბი სითხის მოცილების გზით ოსმოსურ წნევათა შორის სხვაობის ხარჯზე; ზღვის ჰიპერტონული წყალი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ასუფთავებს ლორწოვან გარსებს მტვრის, ლორწოვანი გამონადენისა და სხვა პათოგენური ფაქტორებისგან (ბაქტერიები, ალერგენები, ვირუსები), რომლებიც გავლენას ახდენენ ლორწოვან გარსზე; ლორწოსა და ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენის ჭარბი გამოყოფით მიმდინარე ცხვირის ანთებითი დაავადებების დროს მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი ხელს უწყობს ლორწოს ევაკუაციას, ცხვირის ფუნქციის აღდგენას და, ამ გზით, ადგილობრივი ანთებითი პროცესის შემცირებასა და გართულებების განვითარების რისკის დაქვეითებას; ათხევადებს ლორწოს და ახდენს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის მიერ მისი გამოყოფის ნორმალიზებას; აუმჯობესებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, ბაქტერიებისა და ვირუსებისადმი ცხვირის ღრუსა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსების წინააღმდეგობის გაზრდის გზით.
აქვა მარის ექსტრა ძლიერი გამოიყენება: ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებისა და ცხვირით სუნთქვის გაადვილების მიზნით, როგორც მონოთერაპიის, ისე დამხმარე საშუალების სახით; ცხვირის ღრუს მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს (რინიტები, სინუსიტები, ადენოიდიტები); ბლანტი ლორწოს თხიერებისა და მისი გამოყოფის გამარტივების მიზნით ცხვირის ღრუს ინფექციური და ალერგიული დაავადებების დროს; ადგილობრივი ანთებითი პროცესისა და გართულებების რისკის შემცირების მიზნით.

გამოყენების წესი: ცხვირის (ნაზალური) აეროზოლი აქვა მარის ექსტრა ძლიერი ინიშნება მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წლის ასაკიდან-1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენების თავისებურებები: მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ გამოიყენება 1 წლამდე ასაკის ბავშვებში. არ გამოიყენება პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში. მოწყობილობა აქვა მარის ექსტრა ძლიერი არ იწვევს შეჩვევას. თავსებადია ნებისმიერ მედიკამენტთან. ჰიგიენური თვალსაზრისით, აქვა მარის ექსტრა ძლიერი გამოყენებულ უნდა იქნას ერთი ადამიანის მიერ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართო მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გარე კონტეინერი შევსებულია ინერტული აირით-პროპელენტით (აზოტი), რომელიც არ შედის ხსნართან კონტაქტში. არ უნდა მოხდეს გაჩხვლეტა და არ უნდა დაწვან ფლაკონი გამოყენების შემდეგ. ინახება ცხელი ზედაპირების, ცეცხლისა და აალების სხვა წყაროებისგან მოშორებით. ინახება მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას. არ უნდა მოახვედრონ 50C–ზე მაღალი ტემპერატურის ზემოქმედების ქვეშ.

აღწერილობა: გამჭვირვალე, უფერო, უსუნო, მომლაშო სითხე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენოება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: ცხვირის (ნაზალური) აეროზოლი. 150მლ ფლაკონი დოზატორით. 1 ფლაკონი დოზატორით მუყაოს კოლოფში. არ წარმოადგენს სამკურნალო საშუალებას.

მწარმოებლის სახელწოდება და მისამართი: იადრან-გალენსკი ლაბორატორია (Jadran-Galenski Laboratorij), ხორვატია.
Show More
More Info
Brand
იადრან-გალენსკი
Country
Croatia
Generic
nitrofural+aqua sea /isotonic/
Form
სპრეი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page