Aqua Maris plus 30ml nazal aerosol #1

Aqua Maris plus 30ml nazal aerosol #1

Croatia

იადრან-გალენსკი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Sea-water
მოქმედი ნივთიერება: ზღვის წყალი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით. სტერილიზებული და იზოტონურ მდგომარეობამდე მიყვანილი ზღვის წყალი უზრუნველყოფს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ნორმალურ ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

პრეპარატი ხელს უწყობს ლორწოს გათხიერებას და მისი გამომუშავების ნორმალიზაციას ლორწოვან გარსში.
პრეპარატის შემადგენლობაში არსებული მიკროელემენტები აუმჯობესებენ მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას, რაც აძლიერებს ცხვირის ლორწოვნი გარსის რეზისტენტობას ბაქტერიების და ვირუსების მიმართ. პრეპარატი უზრუნველყოფს ქუჩის და ოთახის მტვრის, ალერგენების და ჰაპტენების ჩამორეცხვას ცხვირის ლორწოვანი გარსიდან, რის შედეგადაც მცირდება ანთებითი პროცესი ადგილობრივად.

ჩვენებები:
ცხვირით სუნთქვის გაუმჯობესება;
ადენოიდიტები ბავშვებში;
ცხვრის ღრუს და ცხვირხახის მწვავე და ქრონიკული დაავადებები;
პოსტოსპერაციული პერიოდი ცხვირზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ;
ალერგიული და ვაზომოტორული რინიტები ბავშვებსა და მოზრდილებში (განსაკუთრებით მათ, ვისაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა წამლების მიმართ);
ცხვირის ღრუს ინფექციების პროფილაქტიკა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში;
მუდმივი მავნე ზემოქმედებისგან ზედა სასუნთქი გზების დაცვა (თამბაქოს მწეველები, ავტოტრანსპორტის მძღოლები, მტრიან საამქროებში მომუშავეები);
ცხვირის ღრუს ლორწოვანის მახასიათებლების შენარჩუნება.
ნაზალური წვეთები ბავშვებისთვის გამოიყენება 1 წლის ასაკიდან.
სამკურნალო მიზნით: 2 წვეთი თითოეულ ნესტოში 4-ჯერ დღე-ღამეში.
პროფილაქტიკისთვის: 1-2 წვეთი ნესტოში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი ყველა შემთხვევაში შეადგენს 2-4 კვირას. განმეორებითი კურსი რეკომენდებულია 1 თვის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ შეიცავს სინთეზურ დანამატებს და კონსერვანტებს. შესაძლებელია გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად რინიტების მკურნალობის დროს.
Show More
More Info
Brand
იადრან-გალენსკი
Country
Croatia
Generic
aqua sea /isotonic/+dexpanthenol
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
30მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page