Bronchobos syrup 125mg/5ml 200.0

Bronchobos syrup 125mg/5ml 200.0

Bosnia and Herzegovina

ბოსნალიჯეკი
About Product
შემადგენლობა: ბრონქობოსი 2.5% სიროფის 5მლ შეიცავს: კარბოცისტეინი 125.00მგ; ბრონქობოსი 2.5% სიროფის სხვა დამხმარე ნივთიერებებია: გლიცეროლი 85%, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის კარმელოზა, ლიმონმჟავის მონოჰიდრატი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, პროპილის პარაჰიდროქსიბენზოატი, ჟოლოს არომატი, აზორუბინი (E122), გამოხდილი წყალი.

ჩვენება: ბრონქობოსი 2.5% სიროფი შეიცავს პრეპარატ კარბოცისტეინს, რომელიც მიეკუთვნება მუკოლიზურ საშუალებებს. ის ლორწოს ნაკლებად წებოვანს ხდის (ათხევადებს მას), რაც აადვილებს მის გამოყოფას ხველის დროს. ბრონქობოსი 2.5% სიროფი გამოიყენება სასუნთქი გზების (რესპირატორული ტრაქტის) პრობლემების დროს, როდესაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ლორწო ან ლორწო ხდება ძალიან წებოვანი. ბრონქობოსი 2.5% სიროფი სპეციალურად შექმნილია ბავშვებისათვის.

უკუჩვენება: მკურნალ ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი ღებულობს სხვა მედიკამენტებს, აღენიშნება ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, მეტაბოლური დარღვევა, ჰიპერმგრძნობიარეა ან აღენიშნებოდა ალერგიული რეაქციები მედიკამენტების მიმართ. დაუშვებელია ბრონქობოსი 2.5% სიროფის ბავშვებისათვის მიცემა და საჭიროა ექიმთან მიმართვა, თუ: პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კარბოცისტეინის ან ბრონქობოსი 2.5% სიროფის სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. ალერგიული რეაქციის ნიშნები მოიცავს: გამონაყარს, ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას, ტუჩების, სახის, ხახის ან ენის შეშუპებას; თუ ბავშვი 2 წელზე ნაკლები ასაკისაა. დაუშვებელია მედიკამენტის მიღება, თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი აღენიშნება ბავშვს. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ბრონქობოსი 2.5% სიროფის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.ბრონქობოსი 2.5% სიროფის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: საკვებისა და სასმელის მიღება არ ახდენს გავლენას მედიკამენტის ეფექტზე.მიღების წესი: მედიკამენტის მიღება უნდა მოხდეს გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით. თუ პაციენტი მიიჩნევს, რომ მედიკამენტის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ბრონქობოსი 2.5% სიროფი განკუთვნილია ბავშვებისათვის შიგნით მისაღებად. ბრონქობოსი 2.5% სიროფის მიღება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის დანიშნულების მიხედვით. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

დოზირება: ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზა დამოკიდებულია ბავშვის ასაკზე.

2-5 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 2.5-5მლ (ნახევარი–1 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 2.5% სიროფი) 4-ჯერ დღეში.

5-12 წლის ასაკის ბავშვები: რეკომენდებული დოზაა 10მლ (2 დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 2.5% სიროფი) 3-ჯერ დღეში.

12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებისათვის რეკომენდებულია ბრონქობოსი 5% სიროფის მიღება.

შენიშვნა: ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზირებისათვის გამოყენებულ უნდა იქნას შეფუთვაში მოთავსებული დოზატორი კოვზი (5მლ), რომელზე არის 2.5მლ ნიშნული. ერთი დოზატორი კოვზი ბრონქობოსი 2.5% სიროფი (5მლ) შეიცავს 125მგ კარბოცისტეინს.

ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზის გადაჭარბებისას: დოზის გადაჭარბებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებლივ მიმართვა!

თუ ბავშვმა მიიღო დიდი რაოდენობით ბრონქობოსი 2.5% სიროფი, საჭიროა დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოესი ჰოსპიტლის ემერჯენსის განყოფილებაში მიმართვა. პაციენტმა თან უნდა იქონიოს შეფუთვა, რათა ექიმმა იცოდეს, თუ რომელი პრეპარატია მიღებული. ბრონქობოსი 2.5% სიროფის დოზის გადაჭარბებისას მოსალოდნელია, ბავშვს აღენიშნოს დისპეფსიური მოვლენები (გასტრო-ინტესტინალური დარღვევები).შენახვის წესი: ბრონქობოსი 2.5% სიროფი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 30C ტემპერატურამდე. დაუშვებელია გაყინვა.

შენახვის ვადა: 36 თვე. შენახვის ვადა ორიგინალური შეფუთვის გახსნის შემდეგ: 60 დღე. დაუშვებელია ბრონქობოსი 2.5% სიროფის მიღება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
ბოსნალიჯეკი
Country
Bosnia and Herzegovina
Generic
carbocysteine
Dose
25მგ/1მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი მინის
Quantity
1
Volume
200მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page