Broncholytin ivy syrup 120ml #1

Broncholytin ivy syrup 120ml #1

Bulgaria

სოფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი. 1 მლ სიროფი შეიცავს 7 მლ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, ექსტრაგენტი: ეთანოლი 30% (მმ). დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის გუმფისი (E415), სორბიტოლი (E420), ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), კალიუმის სორბატი (E202), თხევადი არომატიზატორი “ლიმონი”, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: მცენარეული სამკურნალო პრეპარატი. ამოსახველებლები.

ჩვენებები: სასუნთქი გზებიდან სეკრეტის გამოყოფის ხელშეწყობა. მშრალი ხველა.

დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ყოველთვის მიიღება ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ინსტრუქციაში, ან დაინიშნა ექიმის ან ფარმაცევტის მიერ. ბრონქოლიტინი აივი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად. ბრონქოლიტინი აივი მიიღება დილით, შუადღეს და საღამოს ან მხოლოდ დილას და საღამოს. გამოყენებამდე უნდა მოხდეს ბოთლის კარგად შენჯღრევა. დოზირებისათვის გამოიყენება თანმხლები მზომი ჭიქა. 2-5 წლის ბავშვები: 2.5 მლ სიროფი ორჯერ დღეში. 6-12 წლის ასაკის ბავშვები: 5 მლ 2-ჯერ დღეში. 12 წლიდან და ზრდასრულებში 5 მლ 3-ჯერ დღეში. მკურნალობიდან 7 დღეში თუ არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება, ან პირიქით, უარესდება, უნდა მოხდეს ექიმთან დაკავშირება.

გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, სახეზე კაპილარების გაფართოვება, მოხრჩობის შეგრძნება. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას უნდა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა სუროს ფოთლების ექსტრაქტის, სუროს ოჯახის მცენარეების ან ამ სამკურნალო პრეპარატის შემადგენელი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ. 2 წლამდე ასაკი.ორსულობა და ლაქტაცია: არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს.ჭარბი დოზირება: თუ თქვენ მიიღეთ ბრონქოლიტინი აივი-ს საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა გაგიჩნდეთ გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან აგზნების შეგრძნება. ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან და თან წაიღეთ ეს ინსტრუქცია

გარეგნული სახე და შეფუთვა: 120 მლ სიროფი ყავისფერი შუშის ბოთლში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით. შეფუთვა შეიცავს პოლიპროპილენის საზომ ჭიქას.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვისთვის განსაკუთრებული პირობების დაცვას. სამკურნალო პრეპარატის გადაგდება არ უნდა მოხდეს საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. ბოთლის გახსნის შემდეგ 6 თვე.
Show More
More Info
Brand
სოფარმა
Country
Bulgaria
Generic
Hederae folium
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page