Bronqodil tab 30mg #20

Bronqodil tab 30mg #20

Romania

სლავია ფარმა
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი-30.0მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი 30, ტალკი.

ჩვენება: ბრონქოდილის ტაბლეტები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებების დროს, როდესაც ნახველი ხასიათდება წებოვნებით და დაავადება მიმდინარეობს გაძნელებული ამოხველების თანხლებით: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია; ბრონქული ასთმა; ბრონქოექტაზიური დაავადება.

უკუჩვენება: აბსოლუტური უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა ამბროქსოლის მიმართ ან მზა პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება; ეპილეფსიური სინდრომი; 2 წლამდე ბავშვები (ბავშვებისათვის არსებობს წამლის სხვა ფორმა: ბრონქოდილის სიროფი).

შედარებითი უკუჩვენება: თირკმელების ფუნქციური შესაძლებლობების შეზღუდვის დროს და-ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს ბრონქოდილის მიღება საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილით, რაც ვლინდება შემცირებული დოზის გამოყენებასა და პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდაში (ასეთ შემთხვევებში, როგორც წესი, მკურნალობა ტარდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ). ბრონქების მოტორიკის მოშლისა და სეკრეტის დიდი რაოდენობით გამოყოფის შემთხვევაშიც აუცილებელია ბრონქოდილის მიღება განსაკუთრებული სიფრთხილით, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის კურსი უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს სარწმუნო მონაცემები ნაყოფსა და ჩვილ ბავშვებზე ამბროქსოლის უარყოფითი ზემოქმედების შესახებ, ბრონქოდილის გამოყენება ორსულობისა (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) და ლაქტაციის დროს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განისაზღვრება თანაფარდობა პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლო სარგებელსა და რისკს შორის.

გამოყენების წესი და დოზირება: ბრონქოდილის ტაბლეტები მიიღება საკვების მიღების შემდეგ საკმარისი რაოდენობით თბილ სითხესთან ერთად (მაგალითად: წყალი, წვენი ან ჩაი). მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში: პირველი 2-3 დღის განმავლობაში 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (90მგ-დღე-ღამეში). შემდგომი მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (60მგ-დღე-ღამეში). 6-დან 12 წლამდე ბავშვებში პირველი ორი დღის განმავლობაში ნახევარი ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (30-45მგ-დღე-ღამეში). შემდგომში მკურნალობა გრძელდება დღის განმავლობაში 1 ტაბლეტის ორჯერ მიღებით (30მგ-დღე-ღამეში). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობის თავისებურებებზე. ექიმის დანიშნულების გარეშე ბრონქოდილის მიღება 4-5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ვითარდება სისუსტე, თავის ტკივილი, პირის ღრუსა და სასუნთქი გზების სიმშრალე, ნერწყვდენა, რინორეა, გასტრალგია, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა, დიზურია, ეგზანთემა. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა მედიკამენტებთან ურთიერთქმედება: ხველის საწინააღმდეგო მოქმედების მქონე პრეპარატების (მაგალითად კოდეინის შემცველი) ბრონქოდილთან ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული ხველების შემცირების ფონზე ნახველის ამოღების გაძნელების გამო. ანტიბიოტიკებთან ერთდროული გამოყენების დროს (ამოქსაცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) უმჯობესდება ანტიბიოტიკების სასუნთქ გზებში მიწოდება.

დოზის გადაჭარბება: ამბროქსოლის მიმართ ტოლერანტობა მაღალია 25მგ-კგ-მდე დოზებში. სიმპტომები: ნერწყვდენის გაძლიერება, გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა პრეპარატის მიღებიდან პირველი 1-2 საათის განმავლობაში, ცხიმის შემცველი საკვები პროდუქტების მიღება; აუცილებელია ჰემოდინამიკის მაჩვენებლების კონტროლი და, აუცილებლობის შემთხვევაში, სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტის შემცველი ბლისტერი; 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობა: ვარგისია 3 წელი. არ გამოიყებნება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
Show More
More Info
Brand
სლავია ფარმა
Country
Romania
Generic
ambroxol
Dose
30მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page