Coldisept Nanosilver nasal spray 20ml #1

Coldisept Nanosilver nasal spray 20ml #1

Poland

ლაბ. არკონა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Argentum colloidum,Na,K,Ca Cloridum,Glyc
თვისებები
კოლდისეპტი ნანოსილვერი შეიცავს ვერცხლის ნანონაწილაკებს. იგი ამცირებს ბაქტერიების ზრდას. მისი გამოყენებისას წარმოქმნილი გელი ლორწოვან გარსს იცავს ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან, ხელს უწყობს მის რეგენერაციას. აღნიშნული თვისება განპირობებულია შემადგენლობაში მინერალური მარილებისა და მცენარეული ექსტრაქტების არსებობით.

გამოყენება
კოლდისეპტი ნანოსილვერი ნაზალური სპრეი ხსნის ცხვირის ლორწოვანის სიმშრალესა და გაღიზიანებას, იმავდროულად იცავს გარემოს მავნე ფაქტორების ზემოქმედებისგან, კერძოდ, შემდეგი მდგომარეობების დროს:
–ინფექციური ან ალერგიული რინიტი;
– ატროფიული რინიტი;
– ისეთი მედიკამენტების გამოყენებისას, რომლებსაიც მავნე ზეგავლენას ახდენენ ცხვირის ლორწოვანზე;
– სინუსიტი;
– გარემოს მავნე ფაქტორების არსებობა (ჰაერის დაბინძურება, მტვერი, ექსტრემალური ტემპერატურა;)
– მოწევა;
– ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე, რომელიც გამოწვეულია ცენტრალური გათბობის ან კონდიცირების სისტემის ფუნქციონირებისას;
– ხანდაზმული ასაკი.

კოლდისეპტი ნანოსილვერი ატენიანებს და ამშვიდებს ცხვირის ლორწოვან გარს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას და წვის შეგრძნების მოხსნას.

გამოყენების უკუჩვენებები
ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
ვერცხლის მიმართ ალერგია.
სიფრთხილის ზომები
მოერიდეთ თვალების ლორწოვან გარსზე პროდუქტის შემთხვევით მოხვედრას;
რაიმე საგანგაშო სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება;
ნებულაიზერის დაბინძურების შემთხვევაში, აუცილებელია მისი მოხსნა, გარეცხვა გამდინარე წყლის ქვეშ, შემდეგ ამ ნაწილის გამოხარშვა ან მდუღარე წყალში გავლება;
ორსულ ქალებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პროდუქტი გამოიყენება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
დოზირების რეჟიმი და გამოყენების მეთოდი
დოზირების რეჟიმი
კოლდისეპტ ნანოსილვერი ნაზალური სპრეის სახით გამოიყენება შესაძლოა დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიჩვევის, გვერდითი ეფექტების და გართულებების გაჩენის გარეშე.
გამოიყენება 3-4-ჯერ დღეში. განკუთვნილია უწყვეტი გამოყენებისათვის არა უმეტესს 30 დღის განმავლობაში.

გამოყენების მეთოდი
პირველ გამოყენებამდე საჭიროა დოზირების ტუმბოზე რამდენიმეჯერ საცდელი დაჭერა;
შეიყვანეთ ნებულაიზერი ცხვირის ღრუში;
ცხვირის თითოეულ ნესტოში შეისხურეთ 1-2 დოზა.

გვერდითიმოვლენები
გვერდითი მოვლენების შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიის სიმპტომები. ალერგიის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში შეწყვიტეთ გამოყენება.

გამოყენებისპირობები
გამოიყენება სისტემატურად ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად.
არ წარმოადენს სამკურნალო საშუალებას.
Show More
More Info
Brand
ლაბ. არკონა
Country
Poland
Generic
argentu coloide+sodium benzoate+sodium chloride+potassium chloride+irish moss
Dose
0.1მგ/1მლ
Form
სპრეი ცხვირის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
200დოზა/20მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page