ჩვენებები გრიპისა და გაციების ძიითადი სიმპტომების კუპირება: - მომატებული ტემპერატურე - თავის ტკივილი - კანკალი - კუნთებისა და სახსრების ტკივილი - ცხვირის შეგუბება - ყელის ტკივილი
მიღების წესები და დოზები 1 საშეტის შიგთავსი (ფხვნილი) უნდა მოთავსდეს ფინჯანში, დაესხას ცხელი წყალი, და მოირიოს მის გახსნამდე. საჭიროების შემთხვევაში, დაემატოს ცივი წყალი და შაქარი. მოზრდილები: 1 საშეტი ყოველ 4-6 საათში. არაუმეტეს 4 საშეტის 24საათის განმავლობაში. მიღებებს შორის შუალედი არაუმცირეს 4საათისა. 12 წლიდან ბავშვებში: 1 საშეტი ყოველ 6საათში. არაუმეტეს 3 საშეტისა 24 საათში. 12წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი არ გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე. არ არის რეკომენდებული პრეპარატის 5 დღეზე მეტი ხანგრძლივობით გამოყენება, ექიმის კონსულტაციის გარეშე. თუ სიმპტომები ნარჩუნდება, მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენება - მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ; - ღვიძლისა და თირკმლის გამოხატული დისფუნქცია; - ჰიპერთირეოიდიზმი (თირეოტიქსიკოზი) - შაქრიანი დიაბეტი და შაქრის შეწოვის მემკვიდრეობითი დარღვევა (შეიცავს შაქარს); - გულის დაავადებები (აორტალური სარქვლის გამოხატული სტენოზი, მწვავე მიოკარდის ინფარქტი, ტაქიარითმია); - არტერიული ჰიპერტენზია; - ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ბეტა-ადრენობლოკატორების, მაო-ს ინჰიბიტორების მიღება. ასევე მათი მოხსნიდან 14 დღის განმავლობაში. - სხვა პარაცეტამოლის შემცველი საშუალებების მიღება , გაციების და გრიპის სიმპტომების შესამსუბუქებლად. - დახურულკუთხოვანი გლაუკომა; - ასაკი 12 წლამდე
შენახვის პირობები და ვადები ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ტემპერატურე არაუმეტეს 25C შენახვის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომნუ გამოიყენებთ პრეპარატს.