დასახელება - ფაურილი სპრეი ცხვირის 20მლ ფლაკონი #1 ჩვენებები ფაურილის ნაზალური აეროზოლი გამოიყენება სურდოს, რინოსინუსიტის, სინუსიტის დროს. ნატრიუმის ჰიალურონატის ბარიერული მოქმედების და პოლისაქარიდული კომპონენტის ეფექტების წყალობით იცავს და აღადგენს ანთებად ლორწოვან გარსს, უზრუნველყოფს ჰიდრირებას და რეგენერაციას. გამოყენების წესი და დოზირება რეკომენდებულია: - მოზრდილები: 1-2 შესხურება თითო ნესტოში - ბავშვები 1-12 წლამდე: 1 შესხურება თითო ნესტოში დღეში 2-3-ჯერ ან ექიმის რეკომენდაცის შესაბამისად. წლამდე ასაკში, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით. გამოყენება შესაძლებელია დღის ნებისმიერ მონაკვეთში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. შესაძლებელია გამოყენების გახანგრძლივება მაქსიმუმ 30 დღემდე. გამოყენების წინ რეკომენდებულია ფლაკონის შენჯღრევა. გახსნილი ფლაკონი ვარგისია 2 თვის განმავლობაში. გამოყენების ინსტრუქცია პირველი გამოყენების წინ რამდენჯერმე დააჭირეთ დისპენსერის ფრთებს თანაბარი დოზირებული გამოფრქვევისთვის. ამ მოქმედების გამეორება შესაძლოა საჭირო გახდეს აეროზოლის ხანგრძლივად გამოუყენებლობის შემთხვევაშიც. რეკომენდებულია მოწყობილობის პერსონალური გამოყენება. გამოყენების წინ დაიბანეთ ხელები. 1)შეანჯღრიეთ ფლაკონი 2)დისპენსერს მოხსენით დამცავი ხუფი 3)თავი ოდნავ დახარეთ, დისპენსერის თავი მოათავსეთ ნესტოში და მეორე ნესტო დახურეთ. ბავშვებში გამოსაყენებლად დისპენსერი მოათავსეთ ნესტოს ქვეშ და ნაზად დააჭირეთ 4)დისპენსერის ფრთებზე სწრაფი და ძლიერად დააჭირეთ შეისხურეთ და შეისუნთქეთ დახურული პირით ნესტოში და ცხვირის ღრუს ლორწოვანზე გასანაწილებლად. 5)ნელა აწიეთ თავი და და გაიმეორეთ პროცედურა მეორე ნესტოში. 6)გამოყენების შემდეგ დისპენსერი დახურეთ დამცავი ხუფით