/images/logo_en.svg
Grinsol nazal spray #1

Grinsol nazal spray #1

Italy

გენელაიფი

About Product
გრინსოლი სპრეი

აღწერა:
გრინსოლის ცხვირის სპრეი შეიცავს ჰიალურონის მჟავას , ნატრიუმის მარილის იზოტონურ ხსნარს. დეკონგენსატური /საირიგაციო საშუალება, რეკომენდებული გაციების, რინიტის (ინფექციური ან ალერგიული) და სინუსიტის დროს.

ის ათავისუფლებს ცხვირის ღრუს სეკრეტისგან (ლორწოს) და ხელს უწყობს ცხვირის ღრუს გაწმენდას. ჰიალურონის მჟავა აძლიერებს სამკურნალო ეფექტს მუკოცილური პროცესის გააქტიურებით. ჰიალურონის მჟავა ასევე აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის შეხორცებას და აღდგენას; ხელს უწყობს ქსოვილების დატენიანებას, რითაც იცავს მიკრობებისა და ალერგენების შეჭრისგან.

იზოტონური ხსნარი:
ხსნარი შეიცავს( 0.9% ნატრიუმის ქლორიდს), რაც გამოიყენება დატენიანების და ლავაჟის ეფექტისთვის. ის აადვილებს ჭარბი ლორწოს მოცილებას ცხვირიდან, ამცირებს ლორწოვანის შეშუპებას და ხელს უწყობს ცხვირიდან გამონადენის შემცირებას. ამავდროულად ინარჩუნებს ცხვირის ლორწოვანის ფიზიოლოგიურ მდგომარეობას.

ჰიალურონის მჟავა:
ეს არის ბუნებრივი ნივთიერება, რომელიც , მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქსოვილების დატენიანებასა და დაცვაში. GRINSOL-ში გამოყენებული ჰიალურონის მჟავა ფარავს ცხვირის ლორწოვანს, ხელს უწყობს უჯრედების რეგენერაციას, ატენიანებს ლორწოვან გარსს და იცავს მას გარე აგენტებისგან.

გამოყენების წესი:
გადახარეთ თავი გვერდზე და შეისხურეთ სპრეი საპირისპირო ნესტოში (მაგალითად: მარცხნივ გადახრისას შეისხურეთ მარჯვენაში), 1-2 შესხურება. გაიმეორეთ პროცესი მეორე ნესტოში.გამოიყენეთ დღეში 3-ჯერ.
შეფუთვა:
იზოტონური ხსნარი, 30 მლ მოცულობის ფლაკონი.

გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ პროდუქტი ვადის გასვლის შემდეგ.არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონი ან თავი დაზიანებულია.შეინახეთ ბავშვებისგან მოშორებით. არ გადაყლაპოთ.
შეინახეთ მშრალ, გრილ და ბნელ ადგილას, სითბოს წყაროებისგან მოშორებით.
Show More
More Info
Brand
გენელაიფი
Country
Italy
Generic
aqua sea /isotonic/+hyaluronic acid
Form
სპრეი ცხვირის
Quantity
1
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat