Gripp-heel tab #50

Gripp-heel tab #50

Germany

ჰეელი
About Product
შემადგენლობა: 1ც ენის ქვეშ მისაღები აბი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს: Aconitum napellus D4 120 მგ; Bryonia D4, Lachesis mutus D11 Sesabamisad 60 მგ; Eupatorium perfoliatum D3, Phosphorus D5 შესაბამისად 30 მგ. დამხმარე ნივთიერებები: მაგნიუმის სტეარატი 1,5 მგ, ლაქტოზა.

ჩვენებები: გრიპი, პარაგრიპი; სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექცია, ინფექციური დაავადებები, მიმდინარე გამოხატული ინტოქსიკაციითა და მაღალი ცხელებით; გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის პროფილაქტიკა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლიდან: 1 აბი ერთ მიღებაზე. მწვავე შემთხვევებში მიიღება ერთჯერადი ასაკობრივი დოზა ენის ქვეშ ყოველ 15 წუთში ერთხელ პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ - დღეში 3-ჯერ, კვებამდე 15 წუთით ადრე.
პროფილაქტიკის მიზნით აბები: შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ასაკობრივი დოზა დღეში ერთხელ, გრიპის ეპიდემიის პერიოდში დღეში 2-ჯერ.

გვერდითი ეფექტები: ერთეულ შემთხვევებში ინდივიდუალური აუტანლობის მქონე პირებში შესაძლებელია მომატებული მგრძნობელობის რეაქციების განვითარება, ანგიონევროზული შეშუპების, სიწითლის, კანზე გამონაყარის, ქავილის ჩათვლით.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: აბები შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ რომელიმე შაქრის მიმართ დადგენილი აუტანლობის შემთხვევაში არ უნდა მოხდეს პრეპარატის გამოყენება. რაც მალე იწყება პრეპარატის მიღება, მით სწრაფად მიიღწევა შედეგი და ხანმოკლე ხდება გამოჯანმრთელების პერიოდი. კლინიკური სურათის გაუმჯობესების შემდეგაც, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დამატებით 3-5 დღის განმავლობაში. ორსულებსა და მეძუძურებში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ენის ქვეშ მისაღები აბები - 50 ც პლასტმასის კონტეინერში.

მწარმოებელი: „ბიოლოგიშე ჰაილმითელ ჰეელ გმბჰ“, ბადენ-ბადენი, გერმანია.
შპს „ბიომედიკა“
Show More
More Info
Brand
ჰეელი
Country
Germany
Generic
homeopatic comb. drug
Form
ტაბლეტი
Quantity
50
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page