შემადგენელი კომპონენტების მოქმედება: მისი ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ახასიათებს სეკრეტოლიზური, სეკრეტომოტორული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები. ხელს უწყობს ექსუდატის გამოყოფას ცხვირის დანამატი ღრუებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან. გამოყენების რეკომენდაცია : ზედა და ქვედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატების მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები, რომელსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოქმნა. დოზირების რეჟიმი: მოზრდილები და მოზარდები 12 წლიდან: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში ბავშვები 6 წ-დან : 1 კაფსულა დღეში მიიღება დაღეჭვის გარეშე წყალთან ერთად. უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა შემავალი კომპონენტების მიმართ. გაფრთხილებები: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას დაბალანსებული კვების შემცვლელად. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება 25რC-ზე დაბალ ტემპერატურაზე, მშრალ, მზისგან დაცულ ადგილას.