Larifan ungo 0.05% 10gr #1

Larifan ungo 0.05% 10gr #1

Latvia

ლარიფანი
About Product
საერაშორისო დასახელება - Acidum Ribonucleinicum
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA), 5 მგ/10 გ.
სხვა ნივთიერებები: ლანოლინი, პარაფინი, ვაზელინის ზეთი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, პენტაერითრიტოლ დიოლეატე, გამოხდილი წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ლოკალური მოქმედების ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი

ჩვენება:
“LARIFAN UNGO0,05%” რეკომენდებულია:
● კანზე და ლორწოვან გარსზე ნებისმიერი ლოკალიზაციის ჰერპესული გამონაყარისას;
● პაპილომა ვირუსით გამოწვეული პროლიფერაციური პროცესების დროს _ უბრალო მეჭეჭბი, ჰენეტალური მეჭეჭები, პაპილომები;
● სურდო;
● კანისა და ლორწოვანი გარსის მოვლისათვის, განსაკუთრებით ცხვირის არეში, რესპირატორული ინფექციების (მათ შორის გრიპის) ეპიდემიამდე და ეპიდემიისას პროფილაქტიკის მიზნით;
● სიტუაციებში, რომლებსაც შეუძლიათ ჰერპესის ინფექციის ანთების პროვოცირება (ქარიან, ნესტიან, სიცივის პირობებში ყოფნა და მზის სხივების ზედმეტად ძლიერი ზემოქმედებისას), განსაკუთრებით იმ ადამიანთათვის, ვისაც აქვთ მიდრეკილება ჰერპესის ანთების მიმართ;
● კანზე კოჟრების წარმოშობის შესაჩერებლად;
● როგორც დამამშვიდებელი საშუალება ნებისმიერი ეტოლოგიის მქონე კანის გაღიზიანებებისას, მათ შორის თერმული დამწვრობებისას;
● კანის ბაზალიომებისას.

უკუჩვენება:
მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება:
საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მიღების წესი და დოზირება:
ჰერპესის ინფექციის ანთებისას გამოვიყენოთ 3-ჯერ დღეში, გავაგრძელოთ მკურნალობა დაავადების სიმპტომების გაქრობამდე.
რესპირატორული ინფექციების ეპიდემიისას და ეპიდემიამდე დავამუშაოთ კანი და ლორწოვანი გარსი ცხვირის არეში 1-2-ჯერ დღეში, კონტაქტურმა პირებმა 2-3-ჯერ დღეში.
სურდოს დროს 5-6 -ჯერ დღეში.
პაპილომა ვირუსის შემდგომი გავრცელების შეზღუდვისათვის დავიტანოთ მეჭეჭებზე 1-2-ჯერ დღეში რამოდენიმე კვირის განმავლობაში.
ტემპერატურული ან ტრავმული ზემოქმედების შემდგომ წარმოშობილი კანის გაღიზიანების დასაცხრობად დავიტანოთ გაღიზიანების არეებში არაუმეტეს 4-ჯერ დღეში.
კანის ბაზალიომებისას (ონკოლოგის ზედამხედველობით) 1-ჯერ დღეში.
დოზის გადაჭარბება:
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:
თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა.
Show More
More Info
Brand
ლარიფანი
Country
Latvia
Generic
larifan-doubl-stranded ribonucleinic acid
Dose
0.05%
Form
მალამო
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
10გრ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page