Melon syrup 100ml #1

Melon syrup 100ml #1

Georgia

ავერსი-რაციონალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Ambroxolum+Salbutamolum+Guaiphenesinum
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ამბროქსოლი, სალბუტამოლი, გვაიფენეზინი.
შემადგენლობა:
1 შემოუგარსავი ტაბლეტი შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს – 15 მგ,
სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 2 მგ-ისა,
გვაიფენეზინს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის ჰიდროფოსფატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი Ponceau 4R (E 124),

სიროფის 5 მლ შეიცავს:
ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს _ 15 მგ, სალბუტამოლის სულფატს, ეკვივალენტურს სალბუტამოლის 1 მგ-ისა, გვაიფენეზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მენთოლი, საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, გლუკოზა, გლიცერინი, სორბიტოლი, ნატრიუმის საქარინი, პროპილენგლიკოლი, მარწყვის ესენცია, ანანასის ესენცია, საღებავი Sunset Yellow FCF (E 110), გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ბრონქოლიზური, მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება. ათქ-კოდი: R03CK.

ჩვენება:
• პროდუქციული ხველით მიმდინარე სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
• ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება;
• ბრონქული ასთმა;
• ბრონქოექტაზია;
• ბრონქიოლიტი;
• მუკოვისციდოზი.

მიღების წესი და დოზირება:
ტაბლეტები:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.
სიროფი:
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 2.5 მლ 3-ჯერ დღეში;
6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში _ 5 მლ 3-ჯერ დღეში;
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში _ 5-10 მლ 3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პალპიტაცია, ტაქიკარდია;
სასუნთქი სისტემის მხრივ: რინორეა, ზემო სასუნთქი გზების სიმშრალე;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე;
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, ტრემორი;
ალერგიული რეაქციები: შეშუპება, გამონაყარი კანზე, შეწითლება, სახის შეშუპება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, გულის პათოლოგიები, ჰიპერთირეოიდიზმი, ორსულობა და ლაქტაცია, მწვავე პორფირია.
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
Georgia
Generic
ambroxol+salbutamol+gvaiphenazin
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
100მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page