საერთაშორისო დასახელება - Althaea ერთი ტაბლეტის შემადგენლობა: მუკალტინი; მარწყვის არომატიზატორი; პიტნის ზეთი; პრეპარატი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა კომპლექსს: პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, ფლავონოიდებს (ქვერცეტინი, კემპფეროლი), კუმარინებს, ანთოციანებს, ორგანულ მჟავებს (ლიმონის, ვაშლის, სალიცილის), C ვიტამინს, პექტინოვან ნივთიერებებს, კაროტინს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: ამცირებს ხველას, არბილებს და შლის მკვრივ, ანთებით ნადებებს (ყელის, ხორხის, ხმოვანი იოგების), აჩქარებს დაზიანებული ლორწოვანი გარსის რეგენერაციას, იცავს სასუნთქი გზების ნერვულ დაბოლოებებს გაღიზიანებისაგან, აუმჯობესებს მადას, ამცირებს წყურვილის შეგრძნებას.
ჩვენება: სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები: • ბრონქიტი; • პნევმონია; • ბრონქოექტაზია; • ტრაქეიტი; • ლარინგიტი; • ანგინა;
მიღების წესი და დოზირება: შუშხუნა ტაბლეტი მიღების წინ უნდა გაიხსნას 100მლ თბილ წყალში. მოზრდილებში: პერორალურად 1-2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში. 1-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1/4 ტაბლეტი, 3-დან 6 წლამდე 1/2ქ ტაბლეტი, 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი 1-4-ჯერ დღეში ჭამის წინ.
შენიშვნა: ტაბლეტში მარწყვის არომატიზატორის არსებობის გამო, შეიძლება ინდივიდუალურად გამოვლინდეს კანზე ალერგიული გამონაყარი ძლიერი ქავილით. გამოშვების ფორმა: 10 შუშხუნა ტაბლეტი პოლიმერული მასალის ტუბში სახურავით. ტუბზე ეკვრება ეტიკეტი და თავსდება მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად. ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. შენახვის წესი: მშრალ, გრილ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.