About Product
საერთაშორისო დასახელება - Acetylcysteinum
მუკოსოფტი არის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გამოიყენება ბრონქების სქელი და ბლანტი სეკრეტის გასათხიერებლად და მისგან გასანთავისუფლებლად, ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობის დროს, როგორიცაა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ), ბრონქოექტაზია (ბრონქების პერმანენტული გაფართოება), რომლებიც დაკავშირებულია ბრონქული სეკრეტის ფორმირების გაზრდასთან და ამოხველების გაძნელებასთან.
თქვენ უნდა გაესუბროთ ექიმს, თუ არ გრძნობთ თავს უკეთესად, ან თავს გრძნობთ უარესად 4-5 დღის შემდეგ.
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც ეს აღწერილია მოცემულ შეფუთვის ბროშურაში, ან როგორც გირჩიათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ დარწმუნებული არა ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
რეკომენდებული დოზა:
მოზრდილებიდა 14 წელზეუფროსიასაკისბავშვები:
1 პაკეტი (600 მგ აცეტილცისტეინი) ყოველდღიურად.
14 წლამდეასაკისბავშვები:
ამ პროდუქტის გამოყენება არ არის რეკომენდებული მოცემულ ასაკობრივ ჯგუფში, აქტიური ნივთიერების (აცეტილცისტეინის) მაღალი შემცველობის გამო.
გამოყენების მეთოდი და მკურნალობის ხანგრძლივობა
პერორალური გამოყენება
გახსენით ერთი პაკეტის შიგთავსი ფინჯან ცხელ წყალში და დალიეთ ვიდრე თბილია, ჭამის შემდეგ. პრეპარატის სითხეებთან ერთად მიღება გაზრდის მის სეკრეტოლიზურ ეფექტს.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე და განისაზღვრება ინდივიდუალურად. მკურნალობის კურსი არის 5-დან 10 დღის ფარგლებში მწვავე მდგომარეობის შემთხვევაში, ან 1-დან 2 თვემდე ქრონიკული მდგომარეობისას. პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული 4-5 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, თუ ეს ექიმმა არ გირჩიათ.
თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
იმუნური სისტემის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ჰიპერმგრძნობელობა
ძალიანიშვიათი: ანაფილაქსიური შოკი, ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები
ნერვული სისტემის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: თავის ტკივილი
ყურისა და ლაბირინთის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ყურებში ხმაური
გულის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ტაქიკარდია
სისხლძარღვოვანი დარღვევები
ძალიანიშვიათი: სისხლდენა
რესპირატორული, გულმკერდისა და შუასაყარის მხრივი დარღვევები
იშვიათი: ბრონქოსპაზმი, სუნთქვის გაძნელება
კუჭ-ნაწლავის მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ღებინება, დიარეა, სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა
იშვიათი: დისპეფსია
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივი დარღვევები
არა-ხშირი: ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი
Show More
More Info
7686
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად