/images/logo_en.svg
Neo peques 'MOCOSYTOS' syrup 150ml #1

Neo peques 'MOCOSYTOS' syrup 150ml #1

Spain

ნეოვიტალი

About Product
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები პულმონოლოგია
კლინიკურ - ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პულმონოლოგიაში გამოსაყენებელი / ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი

შემადგენლობა
ფიჭვი (Pinus sylvestris), ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica), N-აცეტილცისტეინი (N-acetylcysteine), სენეგა (Polygala senega), შუბანა (Verbascum thapsus), ბალბა (Malva sylvestris), ვიტამინი C, ფრუქტოზა

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნეო პეკეს მოკოსიტოს - საუკეთესოდ არბილებს და ათხევადებს ნახველს, ხელს უწყობს ადვილად ამოხველებას, განაპირობებს ბრონქის კედლის ადგილობრივი იმუნიტეტის გაძლიერებას, საუკეთესოდ ასუფთავებს ცხვირის ღრუს, ათხევადებს და ამცირებს წებოვან გამონადენს ცხვირიდან .
ფიჭვი, ისლანდიური ხავსი - შეიცავს ლორწოს მსგავს გლუკანებს რომლებიც წარმოქმნიან ლორწოვან გარსზე დამცავ ფენას და იცავენ მას ვირუსებისა და ბაქტერიებისაგან, პოლისაქარიდები აძლიერებენ სეკრეტორული იმუნოგლობულინების წარმოქმნას და განაპირობებენ იმუნოსტიმულაციურ ეფექტს, ბრონქოლიზური და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აიხსნება ლეიკოტრიენების აქტივობის გაზრდით.
N-აცეტილცისტეინი - ორმაგი მუკოლიზური ეფექტის, ექსპექტორანტული და მუკოცელების აქტივატორული თვისებით ათხიერებს ნახველს და ხელს უწყობს ადვილად ამოხველებას ბავშთა ასაკში.
ბალბა, სენეგა, შუბანა - შეიცავენ საპონინებს, მთრიმლავ ნივთიერებას, ასკორბინის მჟავას, ლორწოს, რის გამოც გააჩნიათ დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.
ვიტამინი C- აძლიერებს იმუნიტეტს

ჩვენება:
• სასუნთქი ორგანოების დაავადება, რომელსაც ახლავს ბლანტი და წებოვანი ნახველის წარმოქმნა
• მწვავე ბრონქიტი
• ობსტრუქციული ბრონქიტი
• მწვავე და ქრონიკული სინუსიტი

მიღების წესი და დოზირების მეთოდი:
• 6 თვე -2 წელი: 5 მლ 1X დღეში;
• 2-5 წელი: 5 მლ 2X დღეში ან 10 მლ 1X დღეში;
• 5 წლის ზემოთ ბავშვები- 10 მლ 2X დღეში.
მიიღება კვებისგან დამოუკიდებლად. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 7-10 დღე.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ

გამოშვების ფორმა:
150 მლ სიროფი მზომი ჭიქით, ჟოლოს არომატით №1

შენახვის პირობები და ვადები:
პრეპარატი ინახება თავდახურულ მდგომარეობაში 250C ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ფლაკონი გამოიყენება გახსნიდან 1 თვის მანძილზე
პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც აღნიშნულია ფლაკონზე და კოლოფზე

მწარმოებელი: NEOVITAL DISTRIBUCION SL, ბარსელონა, ესპანეთი
კომპანია: ფარდიმედიქალსი, გაერთიანებული სამეფო, დიდი ბრიტანეთი
Show More
More Info
Brand
ნეოვიტალი
Country
Spain
Generic
pinus sylvestris+cetraria islandia+malva sylvestrispoligala senega+acetylcisteine+magnesium gluconate+cobre gluconate
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat