Suspeo broncho oral suspension 200.0

Suspeo broncho oral suspension 200.0

Serbia

ესენსა
About Product
საერთაშორისო დასახელება - Extr.Hedera,Propolis,Thyme tincture
შექმნილია მცენარეული ექსტრაქტების საფუძველზე. აქტიური ინგრედიენტები: 15 მლ-ში:

ბეგქონდარას ნაყენი 0.58 გრ.
პროპოლისის ეთანოლის ექსტრაქტი 0.10 გრ.
სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი 0.02 გრ .
დამხმარე ინგრედიენტები -სუკროზა, გამოხდილი წყალი, საკვები მალტექსის სიროფი, პიტნის ზეთი, ევკალიპტის ზეთი. შეიცავს ეთანოლს, გლუტენს.

ბეგქონდარას ნაყენი და სუროს ფოთლების ექსტრაქტი - აქვთ მუკოლიზური, სპაზმის საწინააღმდეგო, ამოსახველებელი ეფექტი. ათხიერებს ბლანტ ბრონქულ სეკრეტს, ხსნის სპაზმს და ხელს უწყობს ამოხველებას.

პროპოლისის ექსტრაქტი ქმნის პირველად დამცავ ბარიერს ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციების დროს, ამაღლებს იმუნიტეტს.

დოზირება: გამოიყენება ბავშვებსა და მოზრდილებში ხველით მიმდინარე ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს. რეკომენდებულია თამბაქოს მომხმარებელთათვის ხველის საწინააღმდეგოდ.

4-დან 12 წლის ასაკში: 5 მლ 3-ჯერ დღეში. მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით : 15 მლ 3 -ჯერ დღეში. 4 წლის ასაკის ქვემოთ მიიღება პედიატრთან კონსულტაციის შემდგომ. არ არის რეკომენდებული ორსულებსა და მეძუძურებში. ნუ გამოიყენებთ სრულფასოვანი და ბალანსირებული კვების შემცვლელად.

შეინახეთ 25 С მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე ორიგინალურ შეფუთვაში. ვარგისობის ვადა 3 წელი. არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ. ვადა იხილეთ შეფუთვაზე.

მწარმოებელი კომპანია : ესენსა, სერბეთი.ESENSA d.o.o.

Address: Slobodna Zona, Viline vode bb11000 Belgrade. www.esensa.rs
Show More
More Info
Brand
ესენსა
Country
Serbia
Generic
hederae folium+thymus+propolis
Form
სუსპენზია ორალური
Quantity
1
Volume
200მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page