დასახეკება - ტერაფლუ მაქსტაბი ტაბლეტი #12 ჩვენებები გრიპით და გაცივებით გამოწვეული დაავადებების სიმპტომების შემსუბუქება, მათ შორის, მომატებული ტემპერატურა, თავის ტკივილი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის დაცობა, კუნთების ტკივილი, ცხვირის დანამატი წიაღების ტკივილი. უკუჩვენებები ეს პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის: უ რომლებსაც ანამნეზში აღენიშნება მომატებული მგრძნობელობა პარაცეტამოლის, კოფეინს, ფენილეფრინის, ტერპინჰიდრატის, ასკორბინის მჟავას ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ; რომლებიც გამოიყენებენ ან გამოიყენებდნენ ბოლო 2 კვირის განმავლობაში მონოამინოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებს (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან). გამოყენების წესი და დოზები პრეპარატი მიიღება მხოლოდ პერორალურად. მოზრდილები (მათ შორის, ხანდაზმულები) და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები: 1-2 ტაბლეტი ყოველ 4-6 სთ-ში საჭიროების მიხედვით. არ მიიღოთ 4 სთ-იან ინტერვალზე უფრო ხშირად. არ არის რეკომენდებული 24 სთ-ის განმავლობაში 8 ტაბლეტზე მეტის მიღება. არ არის რეკომენდებული ექიმთან კონსულტაციის გარეშე 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში გამოყენება. უნდა გამოიყენოთ ეფექტის მისაღწევად საჭირო ყველაზე დაბალი დოზები და მინიმალური ხანგრძლივობით. ბავშვები 12 წლამდე ასაკის: არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ბავშვებში 12 წლამდე ასაკის.