ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C - ს და N - აცეტილცისტეინს. ამოსახველებელი საშუალება.
ყოველი 20მლ შეიცავს:
პროდუქტი არ შეიცავს ლაქტოზას, რძეს, სოიოს, გლუტენს და გმო-ს.
ფიჭვის ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ანთების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი, მადენზიფიცირებელი და ანტიბაქტერიული თვისებებით, რაც მათ ხდის ეფექტურს სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების მკურნალობის დროს, მათ შორის ბრონქიტების და პნევმონიების დროს.
მელოუს ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ხასიათდებიან ბრონქოლიზური, ანთების საწინააღმდეგო და დამარბილებელი თვისებებით. მელოუს ბალახის ნაყენი ინიშნება ზედა სასუნთქი გზების ანთების დროს, განსაკუთრებით მშრალი და ხმაურიანი ხველებისას. მისი მიღება შეიძლება ხანგრძლივად.
ალთეას ფესვების ექსტრაქტს ახასიათებს ამოსახველებელი, ხველების საწინააღმდეგო, დამარბილებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
დროსერას ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ამოსახველებელი, დიურეზული, ანტისკლეროზული და სპაზმოლიზური მოქმედება.
დროსერას ნაყენს იყენებენ სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ (ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ყივანახველა, ლარინგიტი, ბრონქების კატარალური ანთება.) დაბალი არტერიული წნევის დროს, ნივთიერებათა ცვლის დარღვევის დროს, რევმატიზმის სამკურნალოდ.
ევკალიპტის ექსტრაქტის შემცველ პრეპარატებს ახასიათებთ ძლიერი ანტისეპტიკური მოქმედება. ანტიმიკრობული და მადენზიფიცირებელი მოქმედების გარდა ევკალიპტის ექსტრაქტს გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი მოქმედება.
ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ C - ს და N - აცეტილცისტეინს. ამოსახველებელი საშუალება.
მომატებული მგრძნობელობა სიროფის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არის 20 მლ.
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი არ გამოიყენება ბალანსირებული კვების შესაცვლელად. არ გადაამეტოთ სიროფის მიღება მითითებულ მაქსიმალურ სადღეღამისო დოზას. მიღების წინ კარგად შეანჯღრიეთ ფლაკონი. ნატურალური შემადგენლობის გამო სიროფის მცირედი ფერის ცვლილება არ ცვლის მისი მოქმედების ხარისხს.
პროდუქტი შეინახეთ გრილ, მშრალ და ბავშვებისგან დაცულ ადგილზე.