About Product
საბავშვო ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი - გემრიელი საღეჭი მარმელადის დათუნიები კონსერვანტების და ხელოვნური საღებავების გარეშე, ფორთოხლის, ლიმონის, ალუბლის, მარწყვის, ყურძნის ნატურალური არომატით
ამევიტ ქიდსში სპეციალურად შერჩეული დოზები შეესაბამება ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას ვიტამინებზე და მინერალებზე. ამევიტი ქიდსი შეიცავს ყველა იმ ვიტამინსა და მინერალს, რომელიც აუცილებელია ბავშვის ზრდა - განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, მხედველობის, ნერვული სისტემის, ძვლოვანი ქსოვილის ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. ამევიტი ქიდსი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი ფაქტორების მიმართ.
შემადგენლობა: A ვიტამინი - 1050 სე, C ვიტამინი – 10 მგ, D ვიტამინი - 200 სე, E ვიტამინი – 8.25 სე, ვიტამინი B6 – 1 მგ, ფოლიუმის მჟავა – 130 მკგ, ვიტამინი B12 – 3 მკგ, ბიოტინი – 30 მკგ, პანთოტენის მჟავა (d-ცალციუმის პანტოთენატი) – 2,6 მგ, ქოლინი - 20 მკგ, ინოზიტოლი - 20 მკგ, იოდი - 21 მკგ, თუთია - 1.35 მგ
A ვიტამინი - უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების, მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია ორგანიზმის ზრდა - განვითარებისა და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის
C ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში. ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, მონაწილეობს ცილა - კოლაგენის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ძვლების, ხრტილების და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.
D ვიტამინი - აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის , არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
E ვიტამინი - ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმის სხვა პროცესებში, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.
B ჯგუფის ვიტამინები - ხელს უწყობენ ნერვული და საჭმლის მომნელებელი სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას, ზრდიან ენერგიას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას, გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.
თუთია - მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში, დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე. მნიშვნელოვანია ნერვული სისტემის, ენდოკრინული და იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს.
იოდი - არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, უზრუნველყობს ბავშვის ზრდას, ფიზიკურ, გონებრივ და ინტელექტუალურ განვითარებას. არეგულირებს თავის ტვინის, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას
ჩვენებები
ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
მადის დაქვეითება, არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
ინტენსიური ზრდის პერიოდი
ასთენიური მდგომარეობა
არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)
ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ
ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი
მიღება და დოზირება
2-3 წელი -1 საღეჭი პასტილა 1-ჯერ დღეში
3-6 წელი - 1 საღეჭი პასტილა 2-ჯერ დღეში
6-14 წელი - 1 საღეჭი პასტილა 3-ჯერ დღეში
გამოშვების ფორმა: N 30 საღეჭი მარმელადის პასტილა, ფორთოხლის, ლიმონის, ალუბლის, მარწყვის, ყურძნის გემოთი
Show More
More Info
2361
Country
United States of America