/images/logo_en.svg
iron bene caps #30

iron bene caps #30

Poland

არონფარმა

About Product
ბენე აირონი ლიპოსომური რკინა

ლოიპოსომური რკინა შეიქმნა რკინის ბიოშეღწევადობის და რკინის პრეპარატის მიმართ კუჭნაწლავის ამტანობის გასაუმჯობესებლად. რკინის ეს ფორმა მოთავსებულია ლიპოსომებში, რომლებიც წარმოადგენენ უმცირესი ზომის სფერულ ვეზიკულებს, რომლებიც შედგება ლიპიდების ორი შრისგან.
მოქმედების მექანიზმი: ლიპოსომის ლიპიდური შრე იცავს ლიპოსომებში ინკაფსულირებულ რკინას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის პირდაპირი ზემოქმედებისაგან, რაც უზრუნველყოფს ჩვეულებრივი რკინის პრეპარატებისთვის დამახასიათებელ გვერდით მოვლენების არ არსებობას.

ლიპოსომაში ინკაფსულირებული რკინა (რკინის ბისგლიცინატი) ადვილად გადის ნაჭლავის კედლის დამცავ ბარიერს, გადადის სისხლის მიმოქცევაში და ტრანსპორტირდება ღვიძლში, სადაც ხდება მისი დაშლა და რკინის სრული გამოთავისუფლება.
რკინის ბისგლიცინატი

აირონ ბენეს თვისებები:
- მაღალი აბსორბცია და ბიოშეღწევადობა
-კარგი ამტანობა პერორალური მიღებისას
- არ შეიცავს ცხოველური წარმოშობის ინგრედიენტებს (გამოიყენება ვეგეტარიანელებში, ვეგანებში)
- არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ დანამატებს, ალერგენებს, ორგანული გამხსნელების ნარჩენებს
- არის ბიოთავსებადი და არატოქსიკური
- უსაფრთხოა ხანდაზმულ და დიაბეტიან პაციენტებში
- არ იწვევს ღებინებას, ყაბზობას, ტკივილს მუცლის არეში
- არ ტოვებს პირში მეტალის გემოს
- არ ახასიათებს ექსკრემენტების შეფერილობა.

ჩვენება:
•რკინადეფიციტური ანემია: გამოწვეული ჰემოდიალიზით, თირკმლის უკმარისობით, მწვავე და ქრონიკული სისხლდენებით, ბარიატრიული ქირურგიით, ჰორმონალური დარღვევებით (ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, ონკოლოგიური და ინფექციური დაავადებების დროს, ასევე ქიმიო და სხივური თერაპიის შედეგად განვითერებული ანემიები.
•აირონ ბენე რეკომენდებულია განსაკუთრებით იმ პაციენტებში ვისაც ცუდად გადააქვს ჩვეულებრივი რკინის პრეპარატები.
•მომატებული მოთხოვნა რკინაზე: ორსულები, სპორტსმენები, ქრონიკული სისხლდენის მქონე პაციენტები.
•მალაბსორბციის სინდრომი: როდესაც გართულებულია რკინის შეწოვა, მაგალითად ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები.

დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 12 წლიდან რეკომენდებულია დღეში 1 კაფსულის მიღება. დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის რეკომენდაციით.
Show More
More Info
Brand
არონფარმა
Country
Poland
Generic
liposomal iron
Form
კაფსულა
Quantity
30
/images/logo_en.svg
fbBlack
instaBlack
linkedBlack
youtubeBlack
tiktokBlack
Contact Us
phoneBlack
(032) 2 71 07 07
emailBlack
digitalsupport@gepha.com
emailBlack
info@gepha.com
footercompany
JSC Gepha, ID 201991229
footerlocation
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
androidAppBlack
iosAppBlack
©2025. GPC. All rights reserved
powered by
eTech
In case of side effects and complaints about the drugs, please contact us by email:pharmacovigilance@gepha.com
menuHome
Home
menuCart
Cart
menuMyPage
My Page
chat