სავაჭრო დასახელება კოლედანი, Coledan საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ქოლეკალციფეროლი, Cholecalciferol
წამლის ფორმა წვეთები შიგნით მისაღებად. აღწერა: გამჭვირვალე ერთგვაროვანი ხსნარი უფერო ან ოდნავ მოყვითალო ფერის.
შემადგენლობა პრეპარატის 1 მლ შეიცავს აქტიური ნივთიერება: ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3) 15000 სე. დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ბენზილის სპირტი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, დინატრიუმ ფოსფატი უწყლო, პოლიოქსილი 35 აბუსალათინის ზეთი, არომატიზატორი “ტუტი-ფრუტი”, გასუფთავებული წყალი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი კალციუმის და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი პრეპარატი
გამოყენების ჩვენებები პროფილაქტიკა და მკურნალობა: - ვიტამინ D-ს დეფიციტი, მათ შორის მაღალი რისკის ჯგუფში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი, კუჭის და/ან ნაწლავის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა); - რაქიტი და რაქიტისმაგვარი დაავადებები; - ჰიპოკალცემიური ტეტანია; - ოსტეომალაცია; - მეტაბოლური ოსტეოპათიები (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი). ოსტეოპოროზის, მათ შორის პოსტმენოპაუზის ასაკის (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) მკურნალობა.
მიღების წესი და დოზირება კოლედანი მიიღება შიგნით, გახსნილი ერთ კოვზ სითხეში (1 წვეთი შეიცავს 500 სე ქოლეკალციფეროლს). ძუძუმწოვარ ბავშვებს წვეთებს აძლევენ ერთ კოვზ რძესთან ან ფაფასთან ერთად. წვეთების ბოთლში ან თეფშში დამატება რეკომენდებული არ არის, რადგან ასეთ დროს დოზის სრულად მიღების გარანტირება შესაძლებელი არ არის. დოზა დგინდება ინდივიდუალურად, ვიტამინ D-ს რაოდენობის გათვალისწინებით, რომელსაც პაციენტი იღებს საკვები რაციონიდან და სამკურნალო პრეპარატების ფორმით.
პროფილაქტიკური დოზები დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას პრეპარატი ინიშნება დოზით 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 1000-1500 სე (2-3 წვეთი) დღე-ღამეში. ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 500 სე-მდე (1 წვეთი) დღე-ღამეში. 3 ორსულებს ყოველდღიურად უნიშნავენ 500 სე (1 წვეთი) დღე-ღამეში მთელი ორსულობის პერიოდში ან 1000 სე (2 წვეთი) დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან. პოსტმენოპაუზის პერიოდში პრეპარატი ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში. რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისაას ინიშნება 20000-30000 (40-60 წვეთი) დღეღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა. პოსტმენოპაუზის ასაკის ოსტეოპოროზის მკურნალობისას (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში) ინიშნება 500-1000 სე (1-2 წვეთი) დღე-ღამეში.
წინააღმდეგჩვენებები - მომატებული მგრძნობელიბა ვიტამინ D3-ის და პრეპარატის სხვა კომპონენტების (განსაკუთრებით ბენზილის სპირტი) მიმართ; - D ჰიპერვიტამინოზი; - სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება; - შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმელებში კალციუმის ოქსალატური ქვების წარმოქმნა); - სარკოიდოზი; - თირკმლის უკმარისობა. სიფრთხილით გამოიყენება პრეპარატი იმობილიზაციის მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში; თიაზიდების, საგულე გლიკოზიდების მიღებისას; ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; ძუძუმწოვარ ბავშვებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).