Detrix vit D3 caps 5600IU #30
Detrix vit D3 caps 5600IU #30

Detrix vit D3 caps 5600IU #30

India

სოფთგელი
About Product
შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: ვიტამინი D3-140მკგ (მკგ)-5600სე (სე). სოიოს რაფინირებული ზეთი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3), ანტიოქსიდანტი DL-ალფა ტოკოფეროლის აცეტატი, კაფსულის გარსი: ჟელატინი, გლიცერინი. გმო თავისუფალია.

საკვები დანამატი DetriX 5600 -კაფსულები, თითოეული შეიცავს 5600სე ვიტამინ D3-ს.

ჩვენება: შეიძლება რეკომენდებული იყოს, როგორც D ვიტამინის დამატებითი წყარო მოზრდილებში, რომლებსაც აქვთ დადასტურებული არასაკმარისი დონის ვიტამინი და ხანდაზმულებს, რომ: არეგულირონ ორგანიზმში კალციუმის და ფოსფატების შეწოვა და შეწოვა შრატში კალციუმის ნორმალური დონის შენარჩუნება; ჯანმრთელი ძვლებისა და კბილების შენარჩუნება; კუნთოვანი და იმუნური სისტემის სწორი ფუნქციონირება. D ვიტამინის ძირითადი ფიზიოლოგიური ფუნქციაა კალციუმისა და ფოსფატების ცვლის რეგულირება, რაც ხელს უწყობს ძვლის ქსოვილის ნორმალურ მინერალიზაციას და ძვლების ზრდას. ქოლეკალციფეროლი ხელს უწყობს კალციუმის და ფოსფორის შეწოვას და ათვისებას წვრილ ნაწლავში საკვებიდან, ისევე როგორც სისხლში კალციუმის შესაბამისი დონის შენარჩუნებას. ფიზიოლოგიურ კონცენტრაციებში სისხლში კალციუმის იონების არსებობა განსაზღვრავს ჩონჩხის კუნთების ტონუსის შენარჩუნებას, მიოკარდიუმის ფუნქციას, მოქმედებს სისხლის შედედების პროცესზე, ხელს უწყობს ნერვული იმპულსის ნორმალურ გადაცემას და სეროტონინის-,,ბედნიერების ჰორმონის” სინთეზს, რომელიც უზრუნველყოფს ნორმალურ ფსიქოს-ემოციური მდგომარეობას. ძვლის კალციფიკაციის პროცესში ეს ვიტამინი არეგულირებს კალციუმის და ფოსფატების გამოყოფას თირკმელებით. ვიტამინი D მნიშვნელოვანია პარათიროიდული ჯირკვლების ნორმალური მუშაობისთვის. D ვიტამინის დეფიციტი ოსტეომალაციის ერთ-ერთი მიზეზია. ასევე, მონაწილეობს იმუნური სისტემის ფუნქციონირებაში-არეგულირებს იმუნურ რეაქციებს, ამცირებს გაციებას, ვირუსული წარმოშობის ჩათვლით. ქალებში D ვიტამინის უკმარისობა იწვევს რეპროდუქციული ფუნქციის დაქვეითებას-ფოლიკულოგენეზს, ენდომეტრიოზს, პოლიკისტოზურ სინდრომს, ინ ვიტრო განაყოფიერების წარუმატებელ მცდელობებს და მენოპაუზის დროს ჰორმონალური დისბალანსის გამო. ორსულ ქალებში აღმოჩენილია კავშირი D ვიტამინის უკმარისობასა და პრეეკლამფსიის და ნაადრევი მშობიარობის რისკის ზრდას შორის. მამაკაცებში ქოლეკალციფეროლი მოქმედებს სპერმატოგენეზზე. D ვიტამინი, ასევე მონაწილეობს ენდოკრინულ სისტემაში-ასტიმულირებს პანკრეასის ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას, მოქმედებს უჯრედების მგრძნობელობაზე ინსულინის მიმართ. არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს ორგანიზმში-მოქმედებს ლიპიდების პროფილზე, აქვეითებს საერთო ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და LDL-ს. მნიშვნელოვან როლს ასრულებს სიმსუქნისა და მეტაბოლური სინდრომის კორექციაში.

სიფრთხილე გამოყენებისას: ჰიპერმგრძნობელობა D ვიტამინის მიმართ და D ვიტამინის ინტოქსიკაციის მანიფესტაციები; თირკმელების მწვავე უკმარისობა, უროლითიაზი, გაზრდილი კალციუმი და-ან ფოსფორი სისხლში, ჰიპერმგრძნობელობა გარკვეული კომპონენტების მიმართ. ორსულმა ან ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალებმა, მოხუცებმა ან ნებისმიერი დაავადების მქონე ადამიანებმა ამ პროდუქტის გამოყენებამდე უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს. ეს პრეპარატი არ არის გამიზნული დიაგნოზისა და მკურნალობისთვის, არ უნდა იქნას გამოყენებული, როგორც სრული დიეტის შემცვლელი. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. გამოყენებამდე აუცილებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

მიღების წესი და ყოველდღიურად რეკომენდებული რაოდენობა: მოზრდილებში 1 კაფსულა 6 დღეში ერთხელ საკვების მიღების დროს, ან ექიმის რეკომენდაციით, ორგანიზმში D ვიტამინის დონის მიხედვით. კაფსულა მიიღება წყლთან ერთად. დაუშვებელია დაღეჭვა.

გამოყენების პერიოდი: 4 კვირა, შემდგომი გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

ვარგისიანობის ვადა: წარმოების დღიდან 2 წელი.

შენახვის წესი: ინახება ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 30C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
სოფთგელი
Country
India
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
5600სე
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page