Milgamma mono tab 300mg #30

Milgamma mono tab 300mg #30

Germany

ვორვაგ ფარმა
About Product
საერთაშორისო დასახელება - benfotiamine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინები, პოლივიტამინები, მიკროელემენტები → ვიტამინური პრეპარატები → წყალში ხსნადი ვიტამინები → B ჯგუფის ვიტამინები

რა არის მილგამა მონო 300 და რისთვის გამოიყენება იგი?
მილგამა მონო 300 არის ვიტამინების შემცველი პრეპარატი.

დანიშნულება
მონო პრეპარატის ძირითად გამოყენება ვიტამინი-B1-ის მხოლოდ კლინიკური დეფიციტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, როდესაც საკვების მეშვეობით ვერ ხერხდება მისი საკმარისი მიღება.
კლინიკურად გამოწვეული ვიტამინი-B1-ის დეფიციტი შესაძლებელია გამოვლინდეს: ვიტამინის დეფიციტის ან არასწორი კვების დროს (მაგ. ბერი-ბერის დაავადება), ხანგრძლივი დროის მანძილზე პარენტერალური კვების დროს, ნულოვანი დიეტისა დროს, ჰემოდიალეზისას, მალაბსორბციისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმის შედეგად (ალკოჰოლტოქსიკური კარდიომიოპათია, ალკოჰოლური ენცელოფალოპათია, კორსაკოვის სინდრომი), გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში (მაგ. ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი).
აგრეთვე გამოიყენება ნეიროპათიული და კარდიოვასკულარული დარღვევების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია ვიტამინი B1-ის დეფიციტით.

როგორია მილგამა მონო 300-ის მიღების წესი?
მიიღეთ მილგამა მონო 300 ყოველთვის ზუსტად გამოყენების ინსტრუქციაში აღნიშნული მითითებების შესაბამისად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდირებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს დღეში ერთხელ.

მიღების ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები უნდა მიიღოთ დაუღეჭავად საკმარისი რაოდენობა სითხესთან ერთად.
კურსის ხანგრძლივობა
ნეიროპათიული თერაპიისას უნდა მიიღოთ მილგამა მონო 300 თავდაპირველად მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში. შემდგომი თერაპიული მკურნალობა უნდა განაგრძოთ შედეგობრივად.
მილგამა მონო 300-ის მიღების ხანგრძლივობა განისაზღვრება თერაპიის შედეგების მიხედვით. მკურნალობიდან ოთხი კვირის შემდეგ რეკომენდირებულია მკურნალობის გადამოწმება. გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ მილგამა მონო 300-ს გააჩნია ძლიერი ან პირიქით სუსტი ზემოქმედება.
თუ მილგამა მონო 300 მიიღეთ დოზაზე მეტი რაოდენობით რაიმე ტიპის თერაპიული ჩარევა არ არის საჭირო.
თუ დაგავიწყდათ პრეპარატის მიღება, არ მიიღოთ გაორმაგებული დოზა. გააგრძელეთ მიღება დანიშნულებისამებრ.

მკურნალობის შეწყვეტა
მკურნალობის შწყვეტის შემთხვევაში, შესაძლოა ვერ მიაღწიოთ მკურნალობის სასურველ შედეგს. არასასურველი გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რა გვერდითი ეფექტებია მოსალოდნელი?

როგორც ყველა მედიკამენტს მილგამა მონო 300-საც ახასიათებს გვერდითი ეფექტები, რომლებიც შესაძლოა არ გამოვლინდეს ყველა პაციენტში.
გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, აღარ მიიღოთ პრეპარატი და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სიხშირე არ არის ცნობილი (არ არის წარმოდგენილი მონაცემები მათი გამოვლენის სიხშირის შესახებ)
ჰიპერმგრძნობელობა (ჭინჭრის ციებ-ცხელება, კანის გამონაყარი).
გასტროინტესტინალური დარღვევები (ღებინება ან სხვა გასტროინტესტინალური ჩივილები)
Show More
More Info
Brand
ვორვაგ ფარმა
Country
Germany
Generic
benphothiamine
Dose
300მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page