NOW VIT D3 2000 IU SGELS #30
NOW VIT D3 2000 IU SGELS #30

NOW VIT D3 2000 IU SGELS #30

United States of America

ნაუ ფუდსი
About Product
VIT D3 2000 IU 30 SGELS
ნაუ ვიტამინი D3 2000სე (50მკგ) 30 ჟელატინის კაფსულა

შემადგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს: D3 (ქოლეკალციფეროლი) 2000 სე-(50მკგ).

ჩვენება: სხეულის სტრუქტურული მხარდაჭერა; მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ძვლის სიმტკიცის შენარჩუნებაზე; აძლიერებს იმუნიტეტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები: ვიტამინი D3 წარმოადგენს ადამიანის ორგანიზმის მიერ წარმოქმნილ ვიტამინი D-ის ბუნებრივ ფორმას. D ვიტამინის მიღება შესაძლებელია საკვებიდან, ასევე იწარმოება კანში მზის სხივების ზემოქმედების შედეგად.
ვიტამინი D3 არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის მეტაბოლიზმს ორგანიზმში. 
კალციუმი არის ძვლებისა და კბილების ძირითადი საშენი მასალა. D3 ასევე მონაწილეობს ცილების სინთეზში და არეგულირებს კუნთების ფუნქციას.

NOW Vitamin D3 ჟელატინის კაფსულები შეიცავს ვიტამინს თხევადი ფორმით, რომელსაც ადვილად ითვისებს ორგანიზმი.
NOW VitaminD3 უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო რაოდენობის D3 ვიტამინით, იმ შემთხვევაშიც კი თუ პაციენტი ერიდება მზის სხივებს.
პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს.

მიღების წესი და დოზირება: 1 რბილი კაფსულა 1-2-ჯერ დღეში, ცხიმის შემცველ საკვებთან ერთად ან ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის (განსაკუთრებით ჰიპერკალციემია, თირკმელების პათოლოგია ან ჰიპერპარათიროიდიტი); სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.

შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

შეფუთვა: სპეციალურ ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა. 30 ჟელატინის კაფსულა შეფუთვაში.

შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ და გრილ ადგილას.

მწარმოებელი: ნაუ ფუდს (Now Foods), ამერიკა.

იმპორტიორი საქართველოში: შპს ვიტა მარკეტი, თბილისი,
Show More
More Info
Brand
ნაუ ფუდსი
Country
United States of America
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
2000სე
Form
კაფსულა
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page