თევზის ქონი ომეგა 3. აღმოაჩინეთ წამყვანი ბრენდების ნატურალური დანამატები ჩვენს კატალოგში და ისარგებლეთ სწრაფი მიწოდებით.
ეკოლოგიურად სუფთა და შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები
ამვილაბის ომეგა-3 შეიცავს 100%-ით ნატურალურ, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ ცხიმოვან მჟავებს. პროდუქტი მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან, არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს.
თევზის ქონი: 2000 მგ.
ომეგა 3 (70% კონცენტრაცია): 1400 მგ.
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა): 800 მგ.
DHA (დოკოზაჰექსაენის მჟავა): 600 მგ.
პროდუქტი მიღებულია სპეციალური ტექნოლოგიით ცხიმიანი ჯიშის თევზებისგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია). ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3-ის სრულ აბსორბირებას.
ომეგა 3 უშუალოდ მოქმედებს უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, რაც განაპირობებს მის ფართო სპექტრს:
გულ-სისხლძარღვთა სისტემა: არეგულირებს გულის რითმს, ამცირებს ქოლესტერინს, ტრიგლიცერიდებს და წნევას, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას.
ნერვული სისტემა და ფსიქიკა: ზრდის სეროტონინის გამოყოფას, თრგუნავს სტრესის ჰორმონებს, აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას, მეხსიერებას და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.
მეტაბოლიზმი: ამცირებს ინსულინრეზისტენტობის რისკს, უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას.
სისტემური გაძლიერება: აძლიერებს იმუნურ, რეპროდუქციულ, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემებს და აუმჯობესებს კანის, თმის და ფრჩხილის სტრუქტურას.
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები: ათეროსკლეროზი, იშემიური დაავადება, ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია.
ნერვული სისტემის დარღვევები: მეხსიერების და კონცენტრაციის დაქვეითება, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება.
მეტაბოლური დარღვევები: შაქრიანი დიაბეტი (პროფილაქტიკა), მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა.
კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე.
რევმატოლოგია და ძვალ-სახსროვანი სისტემა: ართრიტი, ართროზი, ოსტეოპოროზი, მოტეხილობები.
აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, რევმატოიდული ართრიტი.
მეან-გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის რისკი, PMS, კლიმაქტერული პერიოდი.
სხვა: იმუნიტეტის დაქვეითება, ასთენია, თვალის დაავადებები, ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა.
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში.
გამოშვების ფორმა: N30 ჟელატინისებრი კაფსულა.
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.