საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს 400 სე სპრეის
საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს ვიტამინ D3-ს 400 სე სპრეის.
აქტიური ინგრედიენტი (ერთ შესხურებაზე):
ვიტამინი D3 10 მკგ (400 სე)
სხვა ინგრედიენტები:
ზეითუნის ზეთი, ქოლეკალციფეროლი (ვიტამინი D3)
მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:
ვიტამინი D არის ცხიმში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ცნობილია მისი მნიშვნელოვანი როლით ორგანიზმის მიერ კალციუმისა და ფოსფორის შეწოვაში და შენარჩუნებაში. მზის სინათლის ზემოქმედებით ხდება ორგანიზმში D ვიტამინის სინთეზირება წინამორბედიდან, რომელიც მიიღება ქოლესტერინიდან. ადამიანის ორგანიზმმა შეიძლება ასევე მიიღოს D ვიტამინი ზოგიერთი საკვები პროდუქტიდან და დანამატიდან იმისათვის, რომ საჭირო მაჩვენებელზე შეინარჩუნოს მისი დონე სისხლში. D ვიტამინის აქტიური ფორმა მოქმედებს როგორც ჰორმონი, რომლის მოქმედება მიმართულია ისეთ ორგანოებზე, როგორიცაა ნაწლავები, თირკმელები და ძვლები. ნაწლავში D ვიტამინი ხელს უწყობს კალციუმისა და ფოსფორის შეწოვას, რომლებიც აუცილებელია ძვლების მინერალიზაციისთვის. D ვიტამინი მნიშვნელოვანია ჩონჩხის კუნთების ნორმალური განვითარებისთვის და კუნთის გასაძლიერებლად. ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობაში მისი როლის გარდა, D ვიტამინი ასრულებს რიგ სხვა ფუნქციას, მათ შორის აძლიერებს იმუნურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემებს.
ჩვენება:
• კალციუმის აბსორბციისა და ბალანსის გაუმჯობესება
• ძვლებისა და კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ჯანმრთელობის შენარჩუნება და გაუმჯობესება
• იმუნური სისტემის გაძლიერება
გამოყენების მეთოდი: რეკომენდებულია 1 შესხურების (3 წვეთის) მიღება ერთხელ დღეში.
რეკომენდებული სადღეღამისო დოზა:
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი, D3 ვიტამინის სახით) - 400 სე(10 მკგ) 1 შესხურება=3 წვეთი; 200 (NRV%*)
* NRV: ნუტრიენტის სადღეღამისო რეკომენდებული მნიშვნელობა (Nutrient Reference Value)
ვარგისობის ვადა: 36 თვე.
შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეინახეთ 25˚C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე, მჭიდროდ დახურულ, სინათლისგან დაცულ მდგომარეობაში.
სიფრთხილის ზომები:
• ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ სადღეღამისო დოზას.
• საკვები დანამატები არ ცვლის ნორმალურ კვებას.
• ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში, ასევე დაავადების ან მედიკამენტების გამოყენების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს.
შეფუთვა და შიგთავსი:
წარმოდგენილია 20 მლ ტევადობის ქარვისფერ მინის ბოთლში პოლიპროპილენის გამფრქვევი დოზატორი-თავსახურით. თითოეული შეფუთვა შეიცავს 1 თავსახურს საწვეთურით საჭიროების შემთხვევაში გამოსაყენებლად. საწვეთურის გამოყენებისას მოხსენით გამფრქვევი დოზატორი-თავსახური ბოთლს და მოარგეთ თავსახური საწვეთურით.
ლიცენზიის მფლობელი:
NATUWELL Sağlık Ürünleri A.Ş.
ჩამლიკ მაჰ. პამუკ სოკ. A ბლოკი ბინა No:12-16/17 უმრანიე/სტამბოლი
უმრანიე/სტამბოლი
მწარმოებელი:
VEFA İlaç San. ve Tic. A.Ş.
ბეილიკდუზუ OSB მაჰ., 2. ბულვარი No:4
ბეილიკდუზუ-სტამბოლი
მწარმოებელი ქვეყანა:
თურქეთი (D ვიტამინის მწარმოებელი ქვეყანა - შვეიცარია)