Sentilow tab 200mcg #30

Sentilow tab 200mcg #30

Bulgaria

ფორტექსი
About Product
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
შემადგენლობა:

სენტილოუს 1 კაფსულა შეიცავს :
დარიჩინის მშრალ ექსტრაქტს. ((წყლის ექსტრაქტია) 10:1; რაც შეესაბამება 2 გ დაფხვნილ დარიჩინს)…….200მგ
მაგნიუმს (მაგნიუმის კარბონატი).......57მგ
ქრომს (ქრომის პიკოლინატი)..........100მკგ

სენტილოუ - სპეციალური ბიოლოგიურად აქტიური დანამატია დიაბეტიკებისთვის.დღეში ერთჯერადი მიღებისას(1 კაფსულა -2მგ დარიჩინი). მკურნალობის კურსის 20 დღის შემდეგ -შაქარი სისხლში მცირდება 20 % -ით,ხოლო მკურნალობიდან 40 დღეში- შაქარი მცირდება 29 % -ით. ასევე სენტილოუ ამცირებს ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, რაც მთლიანობაში აყალიბებს შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის დადებით დინამიკას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცეილონის დარიჩინი (Cinnamomum zeylanicum) -დარიჩინი უძველესი დროიდან ჩინეთსა და ეგვიპტეში გამოიყენება როგორც სამკურნალო საშუალება და ასევე -როგორც სანელებელი. ტრადიციულად დარიჩინის გამოიყენებდნენ ჭრილობების და გაცივების სამკურნალოდ. ბოლო წლებში მრავალი კვლევის შედეგად დადგინდა მისი უნიკალური ჰიპოგლიკემიური თვისება.

დარიჩინის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები- წყალში ხსნადი პოლიფენოლური პოლიმერებია. ისინი ხელს უწყობენ ქსოვილებში გლუკოზის შეთვისებას და აუმჯობესებენ ინსულინის მოქმედებას თავისი ანტიოქსიდაციური თვისებებით. კვლევებმა აჩვენა , რომ დარიჩინი ასტიმულირებს ინსულინის რეცეპტორებს და აინჰიბირებს ენზიმებს, რომლებიც თავის მხრივ თრგუნავენ ინსულინის რეცეპტორებს.

მაშასადამე დარიჩინი ხელს უწყობს უჯრედებს მაქსიმალურად შეითვისონ გლუკოზა.
ჩვეულებრივ დაფხვნილი დარიჩინი შეიცას ეთერ ზედებს და კუმარინს,ხოლო წყლით ექსტრაგირებისას დარიჩინის ექსტრაქტში ეს ნივთიერებები აღარ რჩებიან.
ექსტრაქტის გამოყენება შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას გვაძლევს ზუსტი დოზირების საშუალებას. ასევე დარიჩინი შეიცავს განსაკუთრებულ ნივთიერებას-ინსელინს.
ქრომი (Chromium picolinate) - ქრომი არეგულირებს გლუკოზის დონეს სისხლში , აძლიერებს ინსულინის მოქმედებას . ქრომის დეფიციტის დროს მცირდება გლუკოზისადმი ტოლერანტობა. სენტილოუ შეიცავს ქრომს - ქრომის პიკოლინატის სახით (ქრომის პიკოლინატი ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმაა.)ქრომის პიკოლინატი ინარჩუნებს ნორმალურ შაქრის დონეს სისხლში, ამცირებს ჭამის მადას, აძლიერებს კუნთოვან ტონუსს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.
მაგნიუმი (Magnezium carbonate) - მონაწილეობს ყველა იმუნურ პროცესებში, როგორც ანტიტოქსიური, ანტისტრესული, ანტიალერგიული, ანთებისსაწინააღმდეგო ფაქტორი. ამცირებს დაღლილობის და გადაღლილობის შეგრძნებას. ანორმალიზებს ენერგეტიკულ ბალანსს და ნივთიერებათა ცვლას.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
- ამცირებს შაქრის დონეს სიხლში საშუალოდ 20%
- ასტიმულირებს ისნსულინის რეცეპტორებს და ხელს უწყობს გლუკოზის შეთვისებას.
- ამცირებს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის მაღალ დონეს სისხლში
- სპეციფიური ფორმის გამო( წყლის ექსტრაქტი) არ აღიზიანებს კუჭს.
- შესაძლებელია მიღება როგორც მონოთერაპიაში ასევე კომბინაციაში სხვა ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან
- ეფექტურია ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალოდ

დოზირება და მიღების წესი: 1-2 კაფსულა დღეში 1-ჯერ ჭამის დროს.მკურნალობის კურსი კორეგირდება ექიმის მიერ.
დროთაგანმავლობაში, მკურნალობის ფონზე ,შესაძლებელია შემცირდეს ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზირება, რაც აუცილებლად უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ კომპონენტებს
გამოშვების ფორმა: სენტილოუ № 30 კაფსულა ბლისტერებზე ,მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
უკუჩვენება: მომატებული მგრზონობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი : შეინახეთ მშრალ და გრილ არაუმეტეს 25 * C ტემპერატურაზე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას
Show More
More Info
Brand
ფორტექსი
Country
Bulgaria
Generic
chrom+cyancobalamin
Dose
200მკგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page