Solgar vit D-3 oral dr 5000IU 59ml #1
Solgar vit D-3 oral dr 5000IU 59ml #1

Solgar vit D-3 oral dr 5000IU 59ml #1

United States of America

სოლგარი
About Product
თხევადი D3 ვიტამინი
125მკგ (5000 სე)
შემადგენლობა: თხევადი D3 ვიტამინი (ქოლეკალციფეროლი)125მკგ (5000 სე).

D3 ვიტამინის დეფიციტი ბოლო დრომდე ასოცირდებოდა მხოლოდ რაქიტისა და ოსტეოპოროზის განვითარებასთან. თუმცა, თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ სისხლში D3 ვიტამინის დაბალი კონცენტრაცია ქმნის ისეთი დაავადებების რისკ-ფაქტორს, როგორიცაა: კიბო, დიაბეტი, აუტოიმუნური დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ჰიპერტენზია, იმუნიტეტის დაქვეითებით განპირობებული ინფექციები, ზოგიერთი ნეიროფსიქიური მდგომარეობა.

სოლგარის მიერ სპეციალური ტექნოლოგიით მიღებული D3 ვიტამინი, შექმნილია ძვლოვანი ქსოვილის ნორმალური მინერალიზაციისთვის
მიღებულია ღრმა, ყინულოვანი წყლების თევზის ღვიძლის ქონიდან, რაც განაპირობებს მის უმაღლეს ხარისხს და ეფექტურობას
სოლგარის ზეთოვანი კაფსულები უზრუნველყოფს ორგანიზმის მიერ D3 ვიტამინის მაქსიმალურ ათვისებას
ორგანიზმისთვის საზიანო მინარევებისაგან გასუფთავებისთვის სოლგარი იყენებს მოლეკულური დისტილიზაციის მაღალტექნოლოგიურ მეთოდს, რაც განაპირობებს პროდუქტის უსაფრთხოებას
სოლგარის ცხიმში ხსნადი D3 ვიტამინი ორგანიზმისთვის განსაკუთრებით აუცილებელია კალციუმისა და ფოსფატების ასათვისებლად. D3 ვიტამინი განსაზღვრავს ძვლებისა და კბილების სიჯანსაღეს. D ვიტამინის ნაკლებობა იწვევს ძვლის დემინერალიზაციასა და (ოსტეოპოროზი) მოტეხილობას. იგი უზრუნველყოფს ნერვ-კუნთოვანი და იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, ამაღლებს ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისა და ვირუსებისადმი. ზრდის ორგანიზმში სეროტონინის დონეს. სოლგარის D3 ვიტამინის ეფექტურობა უტოლდება ორგანიზმში ბუნებრივად გამომუშავებული D ვიტამინისას. ასაკის მატებასთან ერთად კანი კარგავს მზის სხივების D ვიტამინად გარდაქმნის უნარს, ამიტომაც აუცილებელია მისი დამატებით მიღება.

ჩვენება:
D ვიტამინის დეფიციტის და ოსტეომალაციის მკურნალობა-პროფილაქტიკა
ოსტეოპოროზის მკურნალობა და პროფილაქტიკა კომპლექსურ თერაპიაში
ჰიპოკალცემიური ტეტანია
ენდოკრინოლოგიური დაავადებებით გამოწვეული ძვლის პათოლოგიების პროფილაქტიკა და მკურნალობა (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოპარათირეოზი)
მენოპაუზის პერიოდი (ოსტეოპოროზის პროფილაქტიკა)
ხანდაზმული ასაკი
ათლეტები და სპორტსმენები
დამატებითი ინგრედიენტები: მზესუმზირის თესლის ზეთი, ნატურალური ფორთოხლის არომატიზატორი.
არ შეიცავს: გლუტეინს, სახამებელს, შაქარს, მარილს, საფუარს, ხელოვნურ დამატკბობლებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს.
დოზირება: მიიღება 0.5მლ (62.5მკგ) ან 1მლ (125მკგ), წყლის გარდა ნებისმიერ სითხეში შერეული ან სუფთა სახით, სასურველია საკვების მიღების დროს. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
არ გამოიყენება ბავშვებში. შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
სოლგარი
Country
United States of America
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
5000სე
Form
წვეთები ორალური
Quantity
1
Volume
59მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page