About Product
საერთაშორისო დასახელება - ქოლეკალციფეროლი
შემადგენლობა:
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 25 წვეთი) შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ქოლეკალციფეროლი - 10 000 სე.
დამხმარე ნივთიერებები:
წყალი, შაქარი, პოლიეთილენგლიკოლი, პოლიოქსიეთილენსორბიტი, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
ჩვენებები:
ვიტამინ D-ს დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
რაქიტისა და რაქიტისმაგვარი დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ჰიპოკალცემიური ტეტანიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ოსტეომალაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
მეტაბოლური ოსტეოპათიების (ჰიპოპარათირეოზი და ფსევდოჰიპოპარათირეოზი) პროფილაქტიკა და მკურნალობა;
ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და მკურნალობა
მალაბსორბცია
ლაქტოზის აუტანლობა
მიღების წესი და დოზირება:
1 წვეთი შეიცავს 400 სე ვიტამინ D3-ს *%DV 100% (*DV(Daily Value)- ყოველდღიური ღირებულება).
პროფილაქტიკის მიზნით:
დროულ ახალშობილებში 3-4 კვირის ასაკიდან 2-3 წლამდე, სწორი მოვლისას და სუფთა ჰაერზე საკმარისი დროით ყოფნისას, პრეპარატი ინიშნება დოზით, 1-2 წვეთი დღე-ღამეში
დღენაკლულ ბავშვებში 7-10 დღის ასაკიდან, ტყუპებში და ბავშვებში, რომლებიც ცხოვრობენ არასასურველ პირობებში, ინიშნება 2-3 წვეთი დღე-ღამეში.
ზაფხულის პერიოდში შესაძლებელია დოზის შემცირება 1 წვეთამდე დღე-ღამეში.
ორსულობის დროს, ყოველდღიურად 1 წვეთი დღე-ღამეში, მთელი ორსულობის პერიოდში ან 2 წვეთი დღე-ღამეში ორსულობის 28 კვირიდან.
თერაპიული დოზები
რაქიტისას პრეპარატი ინიშნება ყოველდღიურად, დოზით 5-10 წვეთი დღე-ღამეში, 4-6 კვირის განმავლობაში, რაქიტის სიმძიმის ხარისხიდან (I, II ან III) და დაავადების მიმდინარეობიდან გამომდინარე. ამ დროს საჭიროა პაციენტის კლინიკური მდგომარეობის და ბიოქიმიური მაჩვნებლების (კალციუმის, ფოსფორის დონე, ტუტე ფოსფატაზას აქტივობა სისხლში და შარდში) კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 5 წვეთს დღე-ღამეში, 3-5 დღის განმავლობაში. შემდგომ კარგი ამტანობისას, დოზას ზრდიან ინდივიდუალურ სამკურნალო (ჩვეულებრივ, 7 წვეთი დღე-ღამეში) დოზამდე. 10 წვეთი დღე-ღამეში ინიშნება მხოლოდ გამოხატული ძვლოვანი ცვლილებებისას. საჭიროებისას, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ, შესაძლებელია მკურნალობის კურსის გამეორება. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მკვეთრი ეფექტის მიღებამდე, შემდგომში პროფილაქტიკურ დოზაზე გადასვლით, 1-3 წვეთი დღე-ღამეში.
რაქიტისმაგვარი დაავადებების მკურნალობისას ინიშნება 50-70 წვეთი დღე-ღამეში, ასაკის, სხეულის მასის და დაავადების სიმძიმის შესაბამისად, სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლების და შარდის ანალიზის კონტროლის ქვეშ. მკურნალობის კურსი: 4-6 კვირა.
გვერდითი მოვლენები:
იშვიათად, ვიტამინ D-ს მიმართ მომატებული მგრძნობელობის ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში მაღალი დოზებით გამოყენებისას, შესაძლებელია განვითარდეს ჰიპერვიტამინოზი.
უკუჩვენება:
-მომატებული მგრძნობელობა ვიტამინ D3-ის მიმართ;
- D ჰიპერვიტამინოზი;
-სისხლში და შარდში კალციუმის დონის მომატება;
-თირკმლის უკმარისობა.
სიფრთხილით გამოიყენება ჩვილებში ყიფლიბანდის ადრეული შეხორცებისადმი მიდრეკილებისას (როდესაც დაბადებიდან დადგენილია წინა თხემის მცირე ზომები).
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისას სანდესპრის მაღალი დოზების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შესაძლო ტერატოგენული მოქმედების გამოვლენის გამო.
სანდესპრი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს ლაქტაციის პერიოდში, რადგან მეძუძურ დედებში პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენებისას, შესაძლებელია ბვშვებში დოზის გადაჭარბების სიმპტომების გამოვლენა.
დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, შეკრულობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პოლიურია, დიარეა, ნაწლავური კოლიკა. ხშირი სიმპტომებია: თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი, დეპრესია, ფსიქიკის დარღვევა, ატაქსია, სტუპორი, სხეულის მასის პროგრესული კლება. ვითარდება თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, კალიუმის მომატებული დაკარგვით, ჰიპოსთენურიით, ნიქტურიით და არტერიული წნევის მომატებით. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია რქოვანა გარსის შემღვრევა, იშვიათად მხედველობის ნერვის დვრილის შეშუპება, ფერადი გარსის ანთება კატარაქტას განვითარებამდეც კი.
Show More
More Info
3621
Generic
cholecalcipherol /vit D-3/