Vigalex max 4000ui tab #60

Vigalex max 4000ui tab #60

Poland

ბიოფარმა
About Product
შემადგენლობა: პრეპარატის აქტიური ნივთიერება არის ქოლეკალციფეროლი. ერთი ტაბლეტი შეიცავს 40მგ ქოლეკალციფეროლს, ფხვნილს, რაც 0,1მგ ქოლეკალციფეროლს (D3 ვიტამინს) შეესაბამება. დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), კალციუმის ჰიდროფოსფატდიჰიდრატი, ჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, კროსპოვიდონი (ტიპი A), საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის ასკორბატი, საშუალო სიგრძის ჯაჭვის მქონე ნაჯერი ცხიმოვანი მჟავების ტრიგლიცერიდები, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, ოლ-რაქ-ალფა-ტოკოფეროლი.

ჩვენება: პრეპარატი ვიგალექს მაქსი შეიცავს აქტიურ ნივთიერება D3 ვიტამინს (ქოლეკალციფეროლი), რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ძვლის ფორმირების პროცესში.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) გამომუშავდება ორგანიზმის მიერ კანში, მზის სხივის ზემოქმედებით (უი გამოსხივება) და ასევე ორგანიზმს შეიძლება მიეწოდოს საკვებთან ერთად.
D ვიტამინის დეფიციტის დროს ვითარდება ძვლების კალციფიკაციის დარღვევა (რაქიტი) ან ძვლებიდან კალციუმის დაკარგვა (ოსტეომალაცია).

პრეპარატი ვიგალექს მაქსი გამოიყენება: D ვიტამინის დეფიციტის და იმ მდგომარეობების პროფილაქტიკისათვის, რომლებიც ვითარდება D ვიტამინის დეფიციტის შედეგად, სიმსუქნით დაავადებულ მოზრდილებში ((სხეულის მასის ინდექსი (ang. body mass index, BMI) მეტი ან ტოლი 30)).

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ; ჰიპერკალციემიის (სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი კონცენტრაცია) ან ჰიპერკალციურიის შემთხვევაში (კალციუმის გადაჭარბებული გამოყოფა შარდთან ერთად); თუ პაციენტს აქვს თირკმელების კენჭოვანი დაავადება ან თირკმელების მძიმე უკმარისობა; ფსევდოჰიპოპარათირეოზის შემთხვევაში; 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და
მოზარდებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: თუ პაციენტი არის ორსულად, ლაქტაციის პერიოდში, ეჭვი აქვს, რომ შეიძლება იყოს ორსულად ან გეგმავს ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია უნდა გაიაროს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ორსულობა: უცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ორსულობის პერიოდში.
არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000სე-დღე-ღამეში.
ლაქტაცია: აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რომ მოხდეს D ვიტამინის დოზის განსაზღვრა, რომელიც პაციენტმა უნდა მიიღოს ლაქტაციის პერიოდში.
არ უნდა მოხდეს ექიმის კონტროლის გარეშე D ვიტამინის მიღება უფრო მაღალი დოზებით ვიდრე 2000სე-დღე-ღამეში.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმა
Country
Poland
Generic
cholecalcipherol /vit D-3/
Dose
4000სე
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page