Vit A+D Medana drops 10ml #1
Vit A+D Medana drops 10ml #1

Vit A+D Medana drops 10ml #1

Poland

მედანა
About Product
შემადგენლობა
1 მლ ხსნარი (დაახლოებით 34 წვეთი) შეიცავს:
Retinoli palmitas (ვიტამინი A) 20 000 სე
Cholecalciferolum (ვიტამინი D) 10 000 სე
დამხმარე ნივთიერებები:
პოლისორბიტ 80 (Tween 80), ბენზილის სპირტი (0015გ), გლიცერინი, პროპილენგლიკოლი (0,1გ), ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ანისულის არომატი, გასუფთავებული წყალი.ჩვენებები
რაქიტის პროფილაქტიკისთვის: სიცოცხლის პირველ თვეებში – 4 თვის ასაკის ჩვილებში (როდესაც ბავშვს გააჩნია ვიტამინ A-ს საკმარისი რაოდენობით გარანტირებული მიღება) შესაძლებელია ვიტამინ D3-ს (წყალხსნარის ფორმით) გამოყენება ვიტამინ A-ს დამატების გარეშე. ფიზიკური განუვითარებლობის პროფილაქტიკა ჩვილ ბავშვებსა და მოზარდებში, ვიტამინ A-სა და D3-ის დეფიციტური მდგომარეობის პროფილაქტიკა.
კანისა და ლორწოვანი გარსის დაავადება (მაგალითად ფსორიაზÁ, იხტიოზი, დერმატოზები).

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება პერორალურად, კოვზის საშუალებით.
შენიშვნა: პრეპარატის 1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 580 სე ვიტამინ A-სა და 290 სე ვიტამინ D3-ს. ზუსტი დოზის მისაღებად ბოთლი უნდა დავიჭიროთ 45o კუთხით.
დოზა დგინდება ინდივიდუალურად.
თუკი დოზა ექიმის მიერ არ არის დადგენილი, მაშინ რეკომენდებულია ქვემოთ მოყვანილი დოზა პროფილაქტიკის მიზნით:
- 4 კვირიდან 12 თვემდე ასაკის ბავშვებში – 2 წვეთი დღე-ღამეში;
- 12 თვის ასაკის ზევით ბავშვებში – 3 წვეთი დღე-ღამეში;
- მოზრდილებში – 3 წვეთი 2-ჯერ დღე-ღამეში;
ჰიპერდოზირება:
პრეპარატის ჰიპერ დოზით გამოყენებისას (ჰიპერვიტამინოზი) შესაძლებელია შემდეგ სიმპტომების განვითარება: სისუსტე, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, მოუსვენრობა, წყურვილი, პირის სიმშრალე, პოლიურია, კუჭის წვენის მომატებული მჟავიანობა, ფაღარათი, ნაწლავის ჭვალი, ეპიდერმისის აქერცლვა, კანზე გამონაყარი, სახსრებისა და ძვლების ტკივილი. ხშირი სიმპტომებია:
თავის ტკივილი, დეპრესია, ფსიქოზური დარღვევები, ატაქსია, სტუპორი და სხეულის წონის დაკლება. ვითარდება აგრეთვე, თირკმლის ფუნქციის დარღვევა ალბუმინურიით, ერითროციტურიით და პოლიურიით, საშუალო სიმძიმის არტერიული ჰიპერტონიით. შესაძლებელია განვითარდეს თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, შარდ-კენჭოვანი დაავადება და ქსოვილების კალციფიკაცია, თმის ცვენა. იშვიათად ვითარდება ქლესტატური სიყვითლე.უკუჩვენება
პრეპარატისა და მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, A და D-ს ჰიპერვიტამინოზი, თირკმლის უკმარისობა, პრეპარატის შეწოვის დაქვეითება.
ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების გამოყენებისას საჭიროა სადღეღამისო დოზის საგულდაგულოდ შერჩევა, რათა თავიდან ავიცილოთ ჰიპერდოზირების სიმპტომები.
პრეპარატისა და ვიტამინ A-სა და ვიტამინ D-ს შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენება არ არის რეკომენდებული.
4 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან, მოსალოდნელია, მასში შემავალი ბენზილის სპირტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენების წინ საჭიროა ექიმის ინფორმირება ორსულობისა ან მასზე ეჭვის არსებობისას. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
ვიტამინ A-ს დღე-ღამეში 4000 სე დოზის (პრეპარატის 6 წვეთი) გადაჭარბება არ არის რეკომენდებული.ინახება ცივ ადგილას, (5-15 oC ტემპერატურაზე), სინათლისგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
მედანა
Country
Poland
Generic
retinol+cholecalcipherol
Dose
(20000სე+10000სე)/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page