About Product
შემადგენლობა: 1 შემოგარსული ტაბლეტი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს: 100 მგ თიამინის ჰიდროქლორიდი, 200 მგ პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი. დამხმარე ნივთიერებები: დექსტრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ტალკი, მეთილცელულოზა, მეთაკრილის მჟავა - მეთილმეთაკრილის კოპოლიმერი, ტრიეთილის ციტრატი, მაკროგოლ 6000, ტიტანის დიოქსიდი (E171).
ჩვენებები: ნერვული სისტემის დაავადებები, რომელიც გამოწვეულია ვიტამინების B1 და B6 უკმარისობით.
დოზირება და მიღების წესი: თუ არ არსებობს ექიმის განსხვავებული დანიშნულება, გამოიყენება შემდეგი დოზები: მოზრდილებმა უნდა მიიღონ ვიტ-B-დენკის 1-2 ტაბლეტი ყოველდღიურად. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის სითხის მიყოლებით. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და სიმძიმეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ. მკურნალობის დაწყებიდან არაუგვიანეს 4 კვირის შემდეგ, მკურნალმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს მკურნალობის დამატებითი საფეხურების აუცილებლობა.
გვერდითი მოვლენები: მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, შოკი. ნებისმიერი ალერგიული რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა, შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიემართოს ექიმს.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა თიამინის ჰიდროქლორიდის ან პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის მიმართ.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: ვიტამინი ?1 იშლება ციტოსტატიკურ პრეპარატებთან კომბინირებული მიღებისას, როგორიცაა 5-ფტორურაცილი. ანტაციდებთან კომბინირებული მიღების შემთხვევაში მცირდება ვიტ-B-დენკის შეწოვა. შარდმდენი საშუალებების ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ვიტამინი ?1-ის დეფიციტი. ჰიდროლაზინი, იზონიაზიდი, ციკლოსერინი, D-პენიცილამინი - მათი გამოყენებისას იზრდება მოთხოვნილება ვიტამინ ?6-ზე. ვიტამინმა ?6 შეიძლება გამოიწვიოს პრეპარატ L-დოპას ეფექტურობის შემცირება. სულფიტის შემცველი სასმელების მიღებისას, როგორიცაა ღვინო, შეიძლება შემცირდეს ვიტამინი ?1-ის შემცველობა. ვიტამინ ?1-ის შეწოვას ამცირებს ალკოჰოლი და შავი ჩაი.
განსაკუთრებული გაფრთხილებები: თუ სხვადასხვა მიზეზის გამო პაციენტმა გამოტოვა ვიტ-B-დენკ-ის დანიშნული დოზა, შემდეგ მიღებაზე მიიღება ჩვეულებრივი დოზა. არ შეიძლება გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ გაორმაგებული დოზის მიღება. თუ პაციენტი შეწყვეტს პრეპარატის მიღებას მკურნალობის კურსის დასრულებამდე, მოსალოდნელია დაავადების სიმპტომების განახლება ან გაუარესება.
ორსულობა და ლაქტაცია: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს, რომელიც შეაფასებს პოტენციურ რისკ-სარგებელს ნაყოფისა და დედისათვის.
ჭარბი დოზირება: თუ ვიტამინი ?6 მიიღება დღეში 1 გ-ზე მეტი რაოდენობით, რაც შეესაბამება დღეში 5 ტაბლეტ ვიტ-B-დენკს, 2 თვის ან უფრო დიდი ხნის განმავლობაში შესაძლებელია განვითარეს დაზიანება ნერვების მხრივ. მგრძნობელობის მოშლის გამოვლენის შემთხვევაში უნდა მიემართოს ექიმს, რომელიც გადაწყვეტს პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მიღების შეწყვეტის საკითხს.
გარეგნული სახე და შეფუთვა: შიგნით მისაღები შემოგარსული ტაბლეტები. შეფუთვაშია #100 ტაბლეტი.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.
Show More