ვიტამინი B12 - ტაბლეტის სახით, გამოიყენება ორგანიზმის დამატებით მხარდასაჭერად. შეფუთვაში - 30 ცალი.
ამვილაბი
ვიტამინი B12
შემადგენლობა:
ვიტამინი B12 (მეთილკობალამინი) – 1000 მკგ
მეთილკობალამინი წარმოადგენს B12 ვიტამინის ბიოლოგიურად აქტიურ ფორმას, რომლის ათვისება ორგანიზმის მიერ ხდება სწრაფად და სრულყოფილად. იგი B12 ვიტამინის ერთადერთი ნეიროაქტიური ფორმაა, რომლის მოქმედება 130–150-ჯერ აღემატება ციანკობალამინისას.
B12 ვიტამინი მონაწილეობს ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების ცვლაში, აუცილებელია უჯრედული მეტაბოლიზმის პროცესებისთვის, უჯრედების ზრდისა და რეპლიკაციისთვის. მეთილკობალამინი მონაწილეობს მეთილის ჯგუფისა და ფერმენტების გადატანაში, ქოლინის, მეთიონინის, კრეატინის, ნუკლეინის მჟავების (დნმ-ისა და რნმ-ის) წარმოქმნაში.
მეთილკობალამინს დიდი მნიშვნელობა აქვს ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის. იგი მონაწილეობს ფერმენტების წარმოქმნაში, რომლებიც აუცილებელია მიელინურ გარსში ლიპოპროტეიდების სინთეზისთვის, უზრუნველყოფს მიელინის გარსის ფორმირებას, აძლიერებს ნერვული უჯრედების ზრდასა და რეგენერაციას. ამცირებს პერიფერიულ ნერვულ სისტემასთან დაკავშირებულ ტკივილის შეგრძნებას. მეთილკობალამინს გააჩნია ნოოტროპული მოქმედება და ხელს უშლის თავის ტვინის უჯრედების დეგრადაციას.
მეთილკობალამინი აუცილებელია სისხლწარმოქმნის პროცესისთვის, ხელს უწყობს ერითროციტების მომწიფებას, მონაწილეობს ერითროციტებში დაგროვილი სულფჰიდრილური ნაერთების სინთეზში, რაც ზრდის ჰემოლიზის მიმართ ტოლერანტობას. ააქტივებს სისხლის შედედების სისტემას, ზრდის თრომბოპლასტურ და პროთრომბინის აქტივობას. ათეროსკლეროზის დროს ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას, დადებითად მოქმედებს ღვიძლის ფუნქციაზე და ზრდის ქსოვილების რეგენერაციას.
ჩვენება:
• ქრონიკული ანემია, რომელიც მიმდინარეობს ვიტამინი B12-ის დეფიციტით (ადისონ-ბირმერის დაავადება, ალიმენტური მაკროციტური ანემია)
• ანემიის კომპლექსური მკურნალობის შემადგენლობაში (მათ შორის რკინადეფიციტური ანემია, პოსტჰემორაგიული, აპლასტიური ანემია, ტოქსიური და/ან სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ანემია)
• პერნიციოზული ანემია, მეგალობლასტური ანემია
• მხედველობის ნერვის ატროფია, გლაუკომასთან დაკავშირებული ჩივილების შემსუბუქება, მხედველობის გაუმჯობესება
• პოლინევრიტი, რადიკულიტი, ნევრალგია, მათ შორის სამწვერა ნერვის ნევრალგია, ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბაგო
• ფუნიკულური მიელოზი, პერიფერიული ნერვული ღეროების მექანიკური და ტოქსიური დაზიანება, გაფანტული სკლეროზი, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი
• ტკივილის სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებებისას, კარდიალგია, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა
• დეპრესია, სტრესი, ძილის დარღვევა, შაკიკი, ხმაური ყურებში
• მეხსიერების გაუარესება, კოგნიტური ფუნქციის დაქვეითება
• გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ჰომოცისტეინის დონის მატებასთან
• კუჭ-ნაწლავის მოტორული ფუნქციის შესუსტება, მადის დაქვეითება, ჰიპოტროფია, ტოქსიური ჰეპატიტი, ქრონიკული ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი, პანკრეატიტი, წყლულოვანი კოლიტი
• კანის დაავადებები: ფსორიაზი, ფოტოდერმატოზი, ატოპიური დერმატიტი, ნეიროდერმიტი
• ჭინჭრის ციება, ასთმა
• მამაკაცის უშვილობა, ოლიგოსპერმია, იმპოტენცია
• ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, კუნთების სისუსტე
პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება:
• ბიგუანიდების, პარაამინოსალიცილის მჟავის, ასკორბინის მჟავის მაღალი დოზით დანიშვნისას
• კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების დროს, როდესაც დარღვეულია B12 ვიტამინის შეწოვა (კუჭის ნაწილის, წვრილი ნაწლავის რეზექცია, კრონის დაავადება, ცელიაკია, მალაბსორბციის სინდრომი, სპრუ)
• მწვავე სხივური დაავადების დროს
დამატებითი ინგრედიენტები:
ალუბლის ნატურალური არომატიზატორი, სორბიტოლი, მანიტოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ლეციტინი, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი.
არ შეიცავს: ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, ხელოვნურ არომატიზატორებს, კონსერვანტებს და საღებავებს. არ შეიცავს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს.
დოზირება:
მიიღება 1 საღეჭი ტაბლეტი 1–3-ჯერ დღეში საკვების მიღების დროს. ტაბლეტი მიღებამდე კარგად უნდა დაიღეჭოს. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე 18 წლამდე ასაკის პირებში გამოიყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
გამოშვების ფორმა:
N30 საღეჭი ტაბლეტი.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მწარმოებელი:
ამვილაბი – აშშ.