About Product
პანტოგარი - თმის ცვენის საწინააღმდეგო ტონიკი ქალის
პანტოგარის ტონიკი თმის ზრდის გასააქტიურებლად, შექმნილია სპეციალურად ქალის თმის ცვენის საწინააღმდეგოდ და შეიცავს თმის ცვენის საწინააღმდეგო ეფექტურ კომპლექსს: ანაგეინი და ფოლიკოსანი, ასევე კოფეინი და B ჯგუფის ვიტამინები. პანტოგარის ზრდის ფორმულით თმის ფესვები აქტიურდება და თმა უფრო ძლიერი და სქელი ხდება.
გამოყენების წესი: დაიტანეთ თმის ტონიკი სკალპზე და შეიზილეთ დღეში 2-ჯერ. არ ჩამოიბანოთ. უფრო დიდი ზომის, თხელი თმით დაფარულ უბანზე გირჩევთ გამოიყენოთ ტუმბოს სპრეის აპლიკატორი, ხოლო უფრო პატარა უბნებზე დამატებითი აპლიკატორი საუკეთესო არჩევანია. ტონიკს აქვს სასიამოვნო სუნი და არ ტოვებს ნარჩენებს თმაზე. ტონიკის გამოყენების შემედეგ, შეგიძლიათ თმას დაუბრუნოთ ნორმალური ვარცხნილობა. პანტოგარის ტონიკის გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურად და ყველა ტიპის თმისთვის. იდეალური შედეგის მისაღწევად რეკომენდებულია პანტოგარის გამოყენება მინიმუმ 3 თვის მანძილზე.
რეკომენდებულია დამატებით პანტოგარის ჯანმრთელი თმის ზრდის შამპუნის გამოყენება.
ინახება არაუმეტეს 25Cტემპერატურაზე. მოწოდებულია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. შეინახეთ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემადგენლობა: წყალი, ალკოჰოლის დენატ., პროპანდიოლი, პანთენოლი, კოფეინი, ბარდის ყლორტების ექსტრაქტი, ჰიდროლიზებული კერატინი, ბიოტინი, ნიაცინამიდი, აცეტილცისტეინი, აცეტილ მეთიონინი, რძის ცილა, ინოზიტოლი, ლაქტოზა, პანთენილ ეთილ ეთერი, PEG-40 ჰიდროგენირებული აბუსალათინის ზეთი, პარფიუმი, ტკბილი ფორთოხლის ქერქის ზეთი, ლიმონის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ნატრიუმის ციტრატი, დიეთილის ფტალატი, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის დეჰიდროაცეტატი, კალიუმის სორბატი, კუმარინი, ჰექსილ ცინამალი, ლიმონენი.
პროდუქტის ვადა მითითებულია კოლოფზე.
Show More