Desloben syrup 2.5mg/5ml 150ml #1
Desloben syrup 2.5mg/5ml 150ml #1

Desloben syrup 2.5mg/5ml 150ml #1

Turkey

ნობელ ილაკ სანი
About Product
საერთაშორისო დასახელება - desloratadine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები
ფარმაკოლოგიური თვისებები:

დესლორატადინი სიროფი -არასედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატია. გააჩნია ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება, რომელიც იწყება მისი მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში და ნარჩუნდება მთელი დღის განმავლობაში.

პრეპარატი არ ზემოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე და არ იწვევს ანტიქოლინერგიულ და სედატიურ მოქმედებას (არ იწვევს ძილიანობას).
საჭმლის მიღება და ალკოჰოლი არ ცვლის პრეპარატის ფარმაკოლოგიურ თვისებებს.
დესლორატადინი სიროფი აქრობს ან საგრძნობლად ამსუბუქებს ალერგიული რინიტის ისეთ გამოვლინებებს, როგორიცაა ცემინება, ქავილის შეგრნება ცხვირში, ცხვირიდან გამონადენი, ქავილი და შეწითლება თვალის მიდამოში, ცრემლდენა.
ჭინჭრის ციების დროს დესლორატადინი სიროფი ამსუბუქებს ან აქრობს ქავილს და გამონაყარს კანზე.

ჩვენებები:
სეზონური და წლის განმავლობაში მიმდინარე ალერგიული რინიტი;
ქრონიკული იდიოპათიური ურტიკარია (ჭინჭრის ციება).
მიღების წესი და დოზირება:
6 თვიდან 12 წლამდე ბავშვებში ნაჩვენებია დესლორატადინი-ნორმონი სიროფი
სიროფის ფორმა;
ბავშვებში 6-დან 12 თვემდე: 2მლ (1 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 1-დან 5 წლამდე: 2,5მლ (1.25 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;
ბავშვებში 6-დან 11 წლამდე: 5 მლ (2.5 მგ) პრეპარატი ერთხელ დღეში;

გვერდითი მოვლენები:
აღინიშნება პლაცებოს დონეზე: დაღლილობის შეგრძნება 1.2%-ში, თავის ტკივილი 0.6%-ში.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტებისადმი ან ლორატადინისადმი;
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სხვა წამლებთან არ ურთიერთქმედებს. საკვების მიღება არ მოქმედებს წამლის ეფექტურობაზე. დესლორატადინი-ნორმონი არ აძლიერებს ალკოჰოლის ზემოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 2-30C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
Brand
ნობელ ილაკ სანი
Country
Turkey
Generic
desloratadine
Dose
2.5მგ/5მლ
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
150მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page