Dramina tab 50mg #10
Dramina tab 50mg #10

Dramina tab 50mg #10

Croatia

იადრან-გალენსკი
About Product
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნივთიერება: დიმენჰიდრინატი-50მგ; დამხმარე ნივთიერებები: ლუდიპრესი (ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

გამოყენების ჩვენებები: მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება); ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება), გარდა იმ სიმპტომებისა, რომლებიც გამოწვეულია სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიით; მენიერის დაავადება.

უკუჩვენებები: პრეპარატის კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, ეპილეფსია, მწვავე ექსუდატიური და ვეზიკულარული დერმატოზები, ბავშვთა ასაკი 3 წლამდე, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები: პრეპრატი სიფრთხილით მიიღება კრუნჩხვითი სინდრომის, დახურულ კუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის, ბრონქული ასთმის, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ჰიპერთირეოზის, სტენოზური პეპტიკური წყლულის, პილოროდუოდენალური ობსტრუქციის და შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია: უკუნაჩვენებია (ორსულობის I ტრიმესტრი). პრეპარატის მიღება შესაძლებელია განსაკუთრებული სიფრთხილით (II-III ტრიმესტრი) თუ მოსალოდნელი ეფექტი აჭარბებს პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ლაქტაცია.

მიღების წესი და დოზები: მიიღება შიგნით, სასურველია კვების შემდეგ, საჭირო რაოდენობის წყალთან ერთად: მოძრაობის დაავადება (ზღვის, ავტომობილის, ჰაერის დაავადება): 3-6 წლის ბავშვები: ერთი მეოთხედი-ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 7-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; ვესტიბულური და ლაბირინთული დარღვევების სიმპტომების პროფილაქტიკა და მკურნალობა: 3-6 წლის ბავშვები: ერთიმეოთხედი-ნახევარი ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 7-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; მენიერის დაავადება: 3-12 წლის ბავშვები: ნახევარი-1 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ; 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი დღეში 2-3-ჯერ. მაქსიმალურმა დღიურმა დოზამ მოზრდილებისათვის არ უნდა გადააჭარბოს 7 ტაბლეტს. კინეტოზების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებული დოზის მიღება სასურველია გამგზავრებამდე 30 წუთით ადრე. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობას და განმეორებითი კურსის საჭიროებას განსაზღვრავს ექიმი.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით სიფრთხილეა საჭირო სახიფათო საქმიანობების შესრულებისას, როდესაც მოითხოვება ყურადღების კონცენტრაცია და სწრაფი ფსიქომოტორული რეაქციები (მათ შორის ტრანსპორტის მართვა).
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
იადრან-გალენსკი
Country
Croatia
Generic
dimenhydrinate
Dose
50მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
10
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page