Pollezin dr 5mg/1ml 20ml
Pollezin dr 5mg/1ml 20ml

Pollezin dr 5mg/1ml 20ml

Hungary

ეგისი
About Product
საერთაშორისო დასახელება - levocetirizine
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალერგოლოგია → ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები → სისტემური მოქმედების მედიკამენტები → მეორე თაობის პრეპარატები

ჩვენებები
პოლეზინი გამოიყენება ალერგიული აშლილობების სამკურნალოდ. მისი აქტიური ნივთიერება მიეკუთვნება ანტიჰისტამინური საშუალებების სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც ახდენენ H-1 რეცეპტორების ბლოკირებას.
მოზარდებში და 2 წელზე უფროს ბავშვებში იგი გამოიყენება ისეთი ალერგიული მდგომარეობების სიმპტომებისა და ნიშნების (ცემინება, გამონადენი ცხვირიდან, სურდო, სიმპტომები თვალების და კანის მხრიდან) სამკურნალოდ, როგორიცაა მაგალითად:
-ცხელება,
-მუდმივი ალერგიული რინიტი,
-ჭინჭრის ციება.

მიღების წესები და დოზები
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ექიმის მკაცრი დანიშნულების მიხედვით. თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
წვეთების საჭირო რაოდენობა იზომება სუფრის კოვზზე ან წყლის ჭიქაში წვეთოვანის დახმარებით. წვეთები უნდა მიიღოთ დაუყოვლებლივ გახსნის შემდეგ, საკვებისგან დამოუკიდებლად.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია პაციენტის ჩივილების სახეზე, ხანგრძლივობაზე და დინამიკაზე. ჩვეულებრივ, ცხელების მკურნალობა გრძელდება 3-6 კვირა.
ჩვეულებრივი დოზები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში: 1*1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1*20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).
6-12 წლამდე ასაკის მოზარდებში: 1*1 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 1*20 წვეთი). (5 მგ დღეში ერთხელ).
2-6 წლამდე ასაკის მოზარდებში: 2*0,25 მლ წვეთი დღეში (= წვეთოვანიდან 2*5 წვეთი). (ყოველდღიურად 2,5 მგ ორ მიღებად განსხვავებული დოზით: 2*1,25 მგ).
შესაძლებელია, თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შემცირებული დოზის მიცემა. ეს დამოკიდებულია თირკმელების დაზიანების სიმძიმეზე. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის შეცვლა არ არის საჭირო.
თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევების მქონე პაციენტებში, თირკმელების დაზიანების სიმძიმის მიხედვით, შესაძლებელია შემცირებული დოზის მიცემა. მიღების რეჟიმი უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
ისევე, როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატები, პოლეზინმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ წარმოიშვებიან ყველა პაციენტში.
ნებისმიერი ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს
ხშირი:
(100-დან 1-10 პაციენტში)
პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, გადაღლა, ძილიანობა.
არახშირი:
(100-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი მუცელში.
ძალიან იშვიათი:
(10000-დან 1 პაციენტზე ნაკლებს)
ალერგია, ქოშინი, გულისრევა, გამონაყარი კანზე, შეშუპება, ჭინჭრის ციება, სხეულის წონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა.
თუ თქვენ განიცდით ნებისმიერ ზემოთ ნახსენები გვერდითი ეფექტიდან რომელიმეს, გთხოვთ, მიმართეთ ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომების სიმძიმეს და მიიღებს გადაწყვეტილებას საჭირო ქმედებების შესახებ.
ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოჩენისას (პირის და/ან ყელის ლორწოვანი გარსის შეშუპება, სახის შეშუპება, გაძნელებული სუნთქვა, მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში ან მსტვინავი სუნთქვა, არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება კოლაფსის ან შოკის განვითარებით, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი) შეწყვიტეთ პრეპარატი პოლეზინის მიღება და მიმართეთ ექიმს.
მძიმე გვერდითი ეფექტების, ან მოცემულ ინსტრუქციაში არ ხსენებული ეფექტების განვითარების შემთხვევაში, გთხოვთ მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ეგისი
Country
Hungary
Generic
levocetirizine
Dose
5მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
20მლ
Contact Us
(032) 2 71 07 07
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. GPC. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page