შემადგენლობა აქტიური ნივთიერება: აციკლოვირი თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400 მგ აციკლოვირს.
თერაპიული ჩვენებები: აციკლოვირის ტაბლეტები ნაჩვენებია კანისა და ლორწოვანი გარსების Herpes simplex ვირუსების ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის გენიტალური ჰერპესის საწყისი და მორეციდივე ინფექციები. (გარდა ახალშობილთა HSV და მძიმე HSV ინფექციების იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვებში). აციკლოვირის ტაბლეტები ნაჩვენებია Herpes simplex მორეციდივე ინფექციების ჩასახშობად იმუნოლოგიურად ჯანმრთელ პაციენტებში. აციკლოვირის ტაბლეტები ნაჩვენებია Herpes simplex ინფექციების პროფილაქტიკისთვის იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში. აციკლოვირის ტაბლეტები ნაჩვენებია ვარიცელას (ჩუტყვავილა) და ჰერპეს ზოსტერის (სარტყლისებური ლიქენი) ინფექციების სამკურნალოდ. კვლევებმა აჩვენა, რომ აციკლოვირით სარტყლისებური ლიქენის ადრეული მკურნალობა დადებითად მოქმედებს ტკივილზე და შეუძლია შეამციროს პოსტჰერპეტური ნევრალგიის (ზოსტერთან ასოცირებული ტკივილი) სიხშირე.
მიღების წესი: აციკლოვირის ტაბლეტები განკუთვნილია პეროლარული მიღებისთვის. ტაბლეტების მიღება სასურველია კვების შემდეგ, ცოტაოდენ სითხესთან ერთად. დოზა ინიშნება მდგომარეობის მიხედვით.
შენახვის სპეციალური პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 30 C ტემპერატურაზე. მოარიდეთ სინათლეს და ნესტს. შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას.